25 დეკემბერი 2018, 16:00
სტატუსი:
დასრულებულიT4675 - ტენდერი თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევაზე
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი აცხადებს ტენდერს თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევაზე.
- ნომრით #-EF-GE/422
- დანიშნულება: ჯანმრთელობის დაზღვევა
დეტალური სადაზღვევო პირობები გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
ძირითადი მოთხოვნები:
- სადაზღვევო კომპანიების პროვაიდერ კლინიკების ცხრილს თბილისში და რეგიონებში.
- გამონაკლისების დეტალური განმარტება (დაავადებების და მათი ჯგუფების კონკრეტული ცხრილი, რომელიც არ იფარება დაზღვევით, ყოველგვარი „ა.შ.“-ის გარეშე).
- თუ სადაზღვევო კომპანიას არ ჰყავს სტომატოლოგიური პროვაიდერი კონკრეტულ რეგიონში/ქალაქში, დაზღვეულს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ისარგებლოს თავისუფალი არჩევანის სქემით. (გადახდა, ანაზღაურება)
- დაზღვეულებს უნდა ჰქონდეთ უფლება მიმართონ ნებისმიერ ლიცენზირებულ ექიმს, სამედიცინო დაწესებულებას, აფთიაქს; არაპროვაიდერ კლინიკებში სერვისის მისაღებად სქემის აღწერა (პაციენტის მიერ წარსადგენი საჭირო დოკუმენტების ცხრილის ჩათვლით).
- შესაძლებელია პროდუქტის რამოდენიმე ვარიანტის განხილვა, ფასის და პროდუქტის შესაბამისობით, როგორც საბაზისო ასევე დამატებითი ოჯახის წევრებისთვის განკუთვნილ პროდუქტებზე.
დასაზღვევ პირთა ოდენობა ამჟამად შეადგენს 413 -ს. (+ დაზღვეულთა ოჯახის წევრების რაოდენობა)
სადაზღვევო პირობები და კომენტარები
კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე, აუცილებელია შესრულებულ იქნას შემდეგი პირობები:
- დაზღვევამდელი დაავადებების ანაზღაურება ყველა დაზღვეულზე, მოცდის პერიოდის გარეშე;
- სადაზღვევო სერვისებით სარგებლობის თავისუფალი სქემა;
- ქრონიკული დაავადების დიაგნოსტიკის, საკონტროლო კვლევების და კონსულტაციის ხარჯების ანაზღაურება;
- გულისა და სისხლძარღვების დაავადებების გამოკვლევების და მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება;
- ონკოლოგიური დაავადებების ქირურგიული და თერაპიული მკურნალობა; მ.შ. ქიმიო და სხივური თერაპია;
- შეძენილი მედიკამენტების ღირებულების ანაზღაურება;
- სადაზღვევო დაფინანსება ნებისმიერი სახელმწიფო პროგრამის მოქმედების მიუხედავად;
- სადაზღვეო პაკეტის შეცვლის შესაძლებლობა;
- შვილები მინ. 21 წლამდე
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ:
- ფასები თანდართული ჯანმრთელობის დაზღვევის სერვისების დეტალური ჩამონათვალი
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- გასაფორმებელი ხელშეკრულების დრაფტი (შემდეგი ინფორმაციის მითითებით: სამედიცინო ხარჯების ანაზღაურების პირობები, საჭირო დოკუმენტები და პროცედურა; გამონაკლისების დეტალური სია);
- პროვაიდერების სია ;
- დამატებითი/განსხვავებული შემოთავაზები, მათი არსებობის შემთხვევაში
პრეტედენტმა საჭიროა წარმოდაგინოს ორგანიზაციის უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი წარმოდგენილი დოკუმენტების ჩამონათვალი.
შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა ან/და წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება.
სატენდერო წინადადების ფასი საჭიროა მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.
შერჩეულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება 1 (ერთი) წლის ვადით
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება : პერსონალის მართვის დეპარტამენტი;
- წარწერა: კონფიდენციალურია
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე:
მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. ლუდსახარში ნატახტარი, სს.ლომისი
შემოთავაზების მიღება იწყება 18.12.2018 16:00
შემოთავაზების მიღება მთავრდება 25.12.2018 16:00
შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ზურაბ კვესელავა
პერსონალის მართვის დეპარტამენტი
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
სათაო ოფილის: მცხეთის რაიონი, სოფ ნატახტარი
ტელ.: (+99532) 2180797
ელ. ფოსტა hrtenders@ge.anadoluefes.com
ტენდერის კატეგორია:
- 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები
- 66700000 გადაზღვევის მომსახურებები