26 დეკემბერი 2018, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT4681 - ტენდერი ელექტრონული სატვირთველის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ელექტრონული სატვირთველის შესყიდვაზე.
სპეციფიკაციები:
- ევროპული წარმოების ელექტრო ავტო დამტვირთველი
- მინიმუმ 1500 კგ ტვირთამწევობით
- ძრავის ტიპი ელექტრო
- სამსექციანი ანძით
- აწევის სიმაღლე არანაკლებ 5000 მმ
- დახურული ანძის სიმაღლე არაუმეტეს 2280 მმ
- ჩანგლების სიგრძე არანაკლებ 1200 მმ ფარგლებში
- ტვირთის დამცავი ბარიერი არანაკლებ 1200 მმ
- პანორამული სარკე კაბინაში
- უსაფრთხოების წითელი მაშუქი იატაკზე მოძრავი მანიშნებელი წერტილისათვის
- სასიგნალო მოწყობილობა წინ და უკან მოძრაობისას
- ელექტრომექანიკური მუხრუჭებით აღჭურვილი
- აკუმულიატორი არანაკლებ 48 ვოლტი, 500 ამპერ/საათისა.
- სასაწყობე და არასასაწყობე იატაკებზე სამუშაოდ
- უსწორმასწორო ზედაპირზე სასიარულოდ
- 4 ბორბლიანი სატვირთელი
- წინა ბორბლების ზომა 18/7-8 ან მსგავსი
- უკანა ბორბლების ზომა 140/55-9
- სტელაჟებს შორის გასასვლელი 1000-1200 მმ პალეტის განივად დადების შემტხვევაში (AST) 3250 მმ
- კლირენსი (ძარის სიმაღლე იატაკამდე) იატაკამდე არანაკლებ 90მმ
- აღმართზე და დაღმართზე სიარულის შესაძლებლობა
- მომწოდებელი უნდა იყოს ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი
- ტექნიკაზე უნდა იყოს გარანტია
- წარმომადგენლობას უნდა ქონდეს საკუთარი სერვისი
- მოწოდების ვადა არაუგვიანეს 20 კვირა
შენიშვნა:
- ცხრილში ფასი უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი;
- შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2018 წლის 19 დეკემბერი 2018 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით;
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება;
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე tenders.bog.ge
- აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ერთეულის ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფაში, პროდუქტი №1-ის, გასწვრივ;
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- შემოთავაზებული სატვირთველის სპეციფიკაციის ფურცელი;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
- კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
გია გოგობერიძე
ტელ: 593 340540
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2018 წლის 26 დეკემბერი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=986&lang=geo
ტენდერის კატეგორია:
- 42400000 ამწე და გადასაზიდი მოწყობილობები და მათი ნაწილები
- 43300000 სამშენებლო მანქანები და მოწყობილობები