ჩაბარების ვადა:

28 დეკემბერი 2018, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T4686 - ტენდერი ავტოთვითმცლელი ბელაზის 6ც საბურავის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან ბაზალტი“ აცხადებს ტენდერს ავტოთვითმცლელი ბელაზის 6ც საბურავის შესყიდვაზე, #20/12/18-GB-P/01.

40ტონიანი ავტოთვითმცლელის საბურავი 21.00 33 BF 166 – 6ცალი;
(შესაძლოა მეორადი საბურავები არანაკლებ 70%)

აღნიშნული საქონლის მიწოდება უნდა მოხდეს მისამართზე: საქართველო, თეთრიწყაროს რ-ნი სოფ. დურნუკი. კომპანია იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
    - შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
  • ინფორმაცია მიწოდების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადებისა და პირობების შესახებ;
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
წინადადების წარდგენის წესი:
  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: თამაზ ყვავილაშვილი. ელ.ფოსტა: tkvavilashvili@gig.ge;  საკონტაქტო ნომერი: 595 33 44 95;
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 28 დეკემბერი 17:00 საათამდე.

ტენდერის კატეგორია:

  • 34100000 ავტოსატრანსპორტო საშუალებები
  • 34200000 სატრანსპორტო საშუალებების ძარები, მისაბმელები ან ნახევრადმისაბმელები
  • 34300000 ნაწილები და აქსესუარები სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ძრავებისათვის