ჩაბარების ვადა:
28 დეკემბერი 2018, 18:00
სტატუსი:
დასრულებული
E
ელ. ტენდერი
T4687 - ტენდერი ვიტრაჟების შესყიდვაზე თანმდევი მომსახურებით (მიწოდება მონტაჟი)
ელ. ტენდერი
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ვიტრაჟების შესყიდვაზე თანმდევი მომსახურებით (მიწოდება მონტაჟი). ტენდერის #1-12GG.
ტენდერში გამარჯვებულ ორგანიზაციასთან გაფორმდება გენერალური ხელშეკრულება.
ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:
- ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
- ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით იმეილით ან ტელეფონით.
- ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.
ანგარიშსწორების პირობა:
- მოწოდებული წინადადება უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.
- ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება მოხდება კონკრეტულად პროექტის შესაბამისი სამუშაოს შესრულებიდან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 საბანკო დღეში.
სატენდერო მოთხოვნები:
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- ტენერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ შეავსოს შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი 1);
- ტენდერში მონაწილე ორგანიზაცია უნდა წარმოადგინოს ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ ატვირთოს მათი საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
- ატვირთული უნდა იყოს კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია) და მინიმუმ ერთი რეკომენდაცია სხვა ორგანიზაციისაგან;
- ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი სერვისის გაწევის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
- მოწოდებულ პროდუქციას უნდა ჰქონდეს მინიმუმ 2 წლიანი გარანტია;
- მოწოდებულ პროდუციას თან უნდა ერთვას დეტალური სპეციფიკაციის ფურცელი და მწარმოებლის სერტიფიკატი.
ხელშეკრულების საორიენტაციო მოცულობა:
- ხელშეკრულების ფარგლებში საორიენტაციო ელექტრო გასაწევი კარის შეძენის ოდენობა: 30 ცალი;
- ვიტრაჟების ჯამური საორიენტაციო ოდენობა: 1,000 კვმ;
- ხელშეკრულების გაფორმების სავარაუდო ვადა: 2019 წლის 12 იანვარი;
- ხელშეკრულების საორიენტაციო მოქმედების ვადა: 6 თვე.
სრული სატენდერო დოკუმენტაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
- შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის, 28 დეკემბერი, 18:00სთ.
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
საკონტაქტო პირი:
გია გოგიბერიძე
g.gogiberidze@bog.ge
+995 593 340540
შენიშვნა: აღნიშნული ტენდერი ტარდება ვაჭრობის გარეშე. სატენდერო დოკუმენტაციის ჩაბარების ვადის ამოწურვის შემდეგ მონაწილე კომპანიებს საშუალება ექნებათ იხილონ ტენდერში მონაწილე კომპანიების რაოდენობა.
ტენდერის კატეგორია:
- 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები
- 39100000 ავეჯი
- 44200000 სტრუქტურული მასალები