ჩაბარების ვადა:

28 დეკემბერი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T4689 - ტენდერი ქსელური ინფრასტრუქტურის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ აცხადებს ტენდერს ქსელური ინფრასტრუქტურის შესყიდვაზე.

შერჩევის პროცესის მიმდინარეობა:
შერჩევის პროცესი ჩატარდება შემდეგი სქემით:

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არა უგვიანეს 2018 წლის 28 დეკემბრისა.
  • სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და ახდენს პრეტენდენტის შეფასებას და შერჩევას წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
  • საჭიროების შემთხვევაში შერჩეულ პრეტენდენტთან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
  • საბოლოო ეტაპზე მოხდება პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება.

ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:

  • ტენდერის გამოცხადება 24.12.2018
  • სატენდერო წინადადებების მიღება 28.12.2018
  • გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და შეტყობინების გაგზავნა 03.01.2019
  • ხელშეკრულების გაფორმება 04.01.2019

გთხოვთ გაითვალისწინოთ ტენდერის პირობები:

  • ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს; (დღგ და ა.შ.)
  • გთხოვთ გამოგვიგზავნოთ დეტალურად შევსებული დანართი;
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმა (MAF)
  • გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა შეძლოს და გვათხოვოს 10 იანვრიდან 2x 24xPort poe სვიჩი. სანამ ჩამოვა აპარატურა და შევძლებთ ჩანაცვლებას.

 გაეცანით თანდართულ სატენდერო დოკუმენტაციას და სრულად შეავსეთ მოთხოვნილი დანართები.

პრეტენდენტის მიერ სატანდერო წინადადება სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგს“ ეგზავნება ელექტრონული ფოსტის, შემდეგ მისამართზე: tenders@aldagi.ge

კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: tenders@aldagi.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 72500000 კომპიუტერთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 72700000 კომპიუტერული ქსელის მომსახურება