ჩაბარების ვადა:

7 მაისი 2014, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T47 - კონკურსი TV და რადიო სოც. რგოლის შესაქმნელად

კონკურსის აღწერილობა:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი ახორციელებენ პროექტს "საქართველოსა და ევროკავშირს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა". პროექტის ფარგლებში ტრეფიკინგზე ცნობიერების ამაღლების მიზნით ცხადდება კონკურსი სატელევიზიო და რადიო სოციალური რგოლის შესაქმნელად.

სოციალური რგოლის მიზანი და ძირითადი გზავნილები:

  • გააცნოს მოსახლეობას ტრეფიკინგის პრობლემა
  • აუხსნას, რომ ტრეფიკინგი დღეს მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს საქართველოსთვის და იგი შეიძლება ნებისმიერს შეეხოს - ტრეფიკინგის მსხვერპლი შესაძლოა გახდეს როგორც ქალი, ასევე მამაკაცი და ბავშვი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ
  • საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლი არ უნდა იყოს გარიყული საზოგადოებიდან, საჭიროა მისი რეაბილიტაცია და სამოქალაქო საზოგადოებაში სრულუფლებიან წევრად ჩართვა


ფორმატი: სოციალური რგოლი უნდა მოიცავდეს ზემოთ აღწერილ პრობლემებს და უნდა იყოს შემდეგი სავარაუდო მიმართულებების:

  • ინფორმაციის მიწოდება ტრეფიკინგის შესახებ - რა არის ტრეფიკინგი, რა ემუქრება მსხვერპლს, რა მიზანი ამოძრავებს ტრეფიკიორს (მსხვერპლის ექსპლუატაციის ხარჯზე მიიღოს დიდი მოგება)
  • უსაფრთხოების ზომები (როგორ ითრევენ ადამიანებს ტრეფიკინგში, რა უნდა მოიმოქმედონ მათ, რომ თავიდან აიცილონ საფრთხე. მაგალითად: წინასწარ მოითხოვონ კონტრაქტი, აჩვენონ იგი იურისტს, ბრმად არ ენდონ უცხო ადამიანების დაპირებებს, წინასწარ მოიპოვონ ინფორმაცია საქართველოს საკონსულოს ან ცხელი ხაზის ტელეფონის ნომრებზე იმ ქვეყანაში, სადაც მიემგზავრებიან და ა.შ.)
  • რა უნდა მოიმოქმედონ თუ მაინც გახდნენ ტრეფიკინგის მსხვერპლნი, ვის მიმართონ, რა გააკეთონ (მაგ.: დარეკონ ცხელ ხაზზე, მიმართონ იურისტს, შეუძლიათ თავშესაფარში სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართვა, აქვთ შესაძლებლობა შესაბამის ორგანოებთან თანამშრომლობით ხელი შეუწყონ დამნაშავეთა დასჯას და ა.შ.)


პროექტი "საქართველოსა და ევროკავშირს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა" მოიცავს 4 მთავარ მიმართულებას:

  • მიგრაცია და განვითარება
  • მიგრაციის კანონმდებლობისა და პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა
  • არალეგალური მიგრაციისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა
  • მიგრანტთა უფლებების დაცვა


პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

კონკურსში მონაწილეობის მიღების პირობები:

დაინტერესებულმა პირებმა 7 მაისამდე უნდა წარმოადგინონ აღნიშნული თემატიკის შესაბამისი სცენარი, სატელევიზიო და რადიო სოციალური რგოლის შესაქმნელად საჭირო ბიუჯეტი და კონკურსანტის მიერ შესრულებული სამუშაოს ბმულები. ქრონომეტრაჟი არ უნდა აღემატებოდეს 30 წამს და დაცული უნდა იყოს სატელევიზიო/რადიო სოციალური რგოლისთვის განკუთვნილი პარამეტრები.

მიღებული განაცხადები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: სოციალური რგოლის ძირითადი გზავნილების მკაფიოდ გადმოცემა, კრეატიულობა, კონკურსის პირობების დაცვა, რეალისტური ბიუჯეტი.

სცენარი და ბიუჯეტი დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ ან გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: migration@gyla.ge ან თბილისი, ჯ. კახიძის ქ. 15 (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თბილისის ოფისი)

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ მიმართოთ ხათუნა ბურკაძეს
საკონტაქტო ინფორმაცია: 2936101/შიდა ნომერი 135, მობ.: 577 72 72 35

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ