ჩაბარების ვადა:
9 იანვარი 2019, 18:00
სტატუსი:
დასრულებული
E
ელ. ტენდერი
T4701 - ტენდერი ზომვითი ნახაზების შედგენის მომსახურების შესყიდვაზე
ელ. ტენდერი
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ზომვითი ნახაზების შედგენის მომსახურების შესყიდვაზე. ტენდერის #3-12GG.
ტენდერში გამარჯვებულ ორგანიზაციასთან გაფორმდება გენერალური ხელშეკრულება.
ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:
- ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
- ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით იმეილით ან ტელეფონით.
- ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.
ხელშეკრულების საორიენტაციო ღირებულება:
- ხელშეკრულების ფარგლებში საორიენტაციო სამუშაოების ჯამური ღირებულებაა: 97,000 ლარი
- ხელშეკრულების გაფორმების სავარაუდო ვადა: 2019 წლის 31 იანვარი.
- ხელშეკრულების საორიენტაციო მოქმედების ვადა: 12 თვე.
- გენერალურ ხელშეკრულებას თან დაერთვება ტენდერში შემთავაზებული ფასების ცხრილი
(დანართი 1)
ანგარიშსწორების პირობა:
- მოწოდებული წინადადება უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.
- ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება მოხდება კონკრეტულად პროექტის შესაბამისი სამუშაოს შესრულებიდან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 საბანკო დღეში.
- მომსახურების საფასურის დაანგარიშება მოხდება მოწოდებული განფასების საფუძველზე - კონკრეტული პროექტის შესრულების შესაბამისად.
სატენდერო მოთხოვნები:
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- ტენერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ შეავსოს შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი 1); და წარმოადგინოს იგი ექსელის ფორმატში;
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
- საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან; - პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
- ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
- ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
- ატვირთული უნდა იყოს პრეტემდენტის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია) და მინიმუმ ორი რეკომენდაცია სხვა ორგანიზაციისაგან;
დამატებითი ინფორმაცია მოთხოვნილ პროდუქციაზე:
- სამუშაოების ჩატარების შემდეგ დამკვეეთისთვის დოკუმენტაცია მოწოდებული უნდა იყოს PDF, Archikad და საჭიროების შემთხვევაში სხვა შესაბამის ფორმატში.
- ნიმუშის სახით, ტენდერის განმავლობაში მოთხოვნისამებრ წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი ნამუშევარის მაგალთები.
სრული სატენდერო დოკუმენტაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
- შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 9 იანვარი, 18:00სთ.
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
საკონტაქტო პირი:
გია გოგიბერიძე
g.gogiberidze@bog.ge
+995 593 340540
შენიშვნა: აღნიშნული ტენდერი ტარდება ვაჭრობის გარეშე.
ტენდერის კატეგორია:
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები
- 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები