ჩაბარების ვადა:

9 იანვარი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T4702 - ტენდერი ნებისმიერი ტიპის კვებით მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ნებისმიერი ტიპის კვებით მომსახურებაზე - სხვადასხვა მასშტაბის ყავის შესვენება, ლანჩი, ღონისძიებების ფურშეტი, როგორც თბილისის ფარგლებში, ასევე ქალაქგარეთ.

ტენდერი ჩატარდება 2 ეტაპად
პირველი ეტაპი შედგება ფასების შედარებისაგან სადაც:

  • ტენდერში მონაწილე ორგანიზაცია ვალდებულია წარმოადგინოს ინფორმაცია სტანდარტული 1 პერსონაზე შემოთავაზებული ყავა და ჩაის მენიუ, ასევე ლანჩი - სამხარი(დანართი 1) ასევე სრული მენიუ არსებული დანართის სახით ან ექსელის ფორმატით (დანართი 3).
  • მონაწილე ვალდებულია შეავსოს წინასწარ შედგენილი 30 პერსონაზე გათვლილი სტანდარტული მენიუს განფასება (დანართი 4).
  • ტენდერში მოწოდეუბლი უნდა იქნას თანმდევი მომსახურების პირობებიც (დანართი 5) თუ ეს ინფორმაცია მოწოდებული არ იქნება სატენდერო წინადადების განხილვისას დაშვებული იქნება, რომ თანმდევი მომსახურება შესულია საკვების ფასში.

მეორე ეტაპი იქნება შერჩეულ კანდიდატებთან შემოთავაზებული სერვისის გატესტვა / დეგუსტაცია.

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში ატვირთეთ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
  • ტენერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ შეავსოს შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი 1, 3, 4, 5);
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ ატვირთოს საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით იმეილით ან ტელეფონით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.

მოთხოვნები:

  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • ტენდერში მონაწილე ორგანიზაცია უნდა წარმოადგინოს ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ატვირთული უნდა იყოს კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია) და მინიმუმ ერთი რეკომენდაცია სხვა ორგანიზაციისაგან;
  • ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი სერვისის გაწევის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
  • ორგანიზაციას უნდა შეეძლოს მომსახურების გაწევა წლის ნებისმიერ პერიოდში.

ანგარიშსწორების პირობა:

  • მოწოდებული წინადადება უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.
  • ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება მოხდება კონკრეტულად პროექტის შესაბამისი მომსახურების შესრულებიდან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 საბანკო დღეში.

სრული სატენდერო დოკუმენტაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები: 

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 9 იანვარი, 18:00სთ.
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო პირი: 
გია გოგიბერიძე 
ტელ: +995 593 340 540
ელ. ფოსტა: g.gogiberidze@bog.ge

შენიშვნა: აღნიშნული ტენდერი ტარდება ვაჭრობის გარეშე.

ტენდერის კატეგორია:

  • 55500000 სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურება
  • 15800000 სხვადასხვა საკვები პროდუქტი
  • 55300000 რესტორნებისა და კვების საწარმოების მომსახურეობები

დოკუმენტაცია