ჩაბარების ვადა:

16 იანვარი 2019, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T4715 - ტენდერი ტურბინის წინა, უკანა სახურავების და სარეზერვო მუშათვალის აღდგენაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციააცხადებს ტენდერს ტურბინის წინა, უკანა სახურავების და სარეზერვო მუშათვალის აღდგენაზე 09/01-GIEC-S/2157-2156

შესყიდვის სპეციფიკაცია:

ლოტი # 1

  • ტურბინის სარეზერვო წინა სახურავის აღდგენა- 1 ცალი;
  • ტურბინის სარეზერვო უკანა სახურავის აღდგენა - 1 ცალი.

ლოტი # 2

  • სარეზერვო მუშათვალის აღდგენა შემსრულებლის მასალით.

დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ:

  • დეტალების ნახაზები;
  • ტექნიკური დავალება.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური/მსგავსი სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის, პერიოდის მითითებით);
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
    - ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.
  • საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: შალვა გოგოლაძე. ელ.ფოსტა: shgogoladze@gig.ge საკონტაქტო ნომერი: 591 12 97 74.
  • საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: ლერი ჭიპაშვილი; საკონტაქტო ნომერი: 599 88 11 66.

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 16 იანვარი, 17:00 საათი.

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება