Tenders.ge
ააიპ “ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო“

ტენდერი თელავის მუნიციპალიტეტის, სოფელ იყალთოში მდებარე საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაციისა და თერმო მოდერნიზაციის ტექნიკური პროექტების მომზადების შესყიდვაზე


ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 18:00
სტატუსი: მიმდინარე

ტენდერის აღწერილობა: 

არასამთავრობო ორგანიზაცია „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო“ აცხადდებს ტენდერს თელავის მუნიციპალიტეტის, სოფელ იყალთოში მდებარე საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაციისა და თერმო მოდერნიზაციის ტექნიკური პროექტების მომზადების შესყიდვაზე.

ტენდერი ცხადდება ევროკომისიის მიერ დაფინანსებული, ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო”-სა და თელავის მუნიციპალიტეტის ერთობლივი პროექტის: „ბიომასის ენერგია და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, როგორც მდგრადი ენერგეტიკული გადაწყვეტილებები მერების შეთანხმების ხელმომწერი ქალაქებისთვის“ ფარგლებში. ამ პროექტის მიზანს წარმოადგენს თელავის მუნიციპალიტეტის, როგორც „მერების შეთანხმების“ ხელმომწერის შესაძლებლობების გაძლიერება ადგილობრივი მდგრადი ენერგეტიკული სამოქმედო გეგმის (მეკსგ) კლიმატის ცვლილების შერბილების ღონისძიებების განხორციელების გზით.

საპროექტო დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს ორ (2) ქვეპროექტს შესაბამისი ხარჯთაღრიცხვითი (დღგ-ს გარეშე) დოკუმენტაციით: ქვეპროექტი №1 შენობის (საბავშვო ბაღი) სრული რეაბილიტაციისთვის და ქვეპროექტი №2 შენობის (საბავშვო ბაღი) სრული თერმო მოდერნიზაციისთვის.

  • ქვეპროექტი №1 შენობის სრული რეაბლიტაციისთვის გულისხმობს თელავის მუნიციპალიტეტის, სოფელ იყალთოს საბავშვო ბაღში სხვადასხვა სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელების მიზნით საპროექტო-სახარჯთაღრიცხვოდოკუმენტაციის მომზადებას; დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ტექნიკური დავალება (ToR Ikalto K GEO& ENG).
  • ქვეპროექტი №2 შენობის სრული თერმო მოდერნიზაციისთვის გულისხმობს თელავის მუნიციპალიტეტის, სოფელ იყალთოს საბავშვო ბაღში სხვადასხვა ენერგოეფექტური და განახლებადი ღონისძიებების განხორციელების მიზნით საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას; აღსანიშნავია, რომ აღნიშნულმა ღონისძიებებმა ხელი უნდა შეუწყოს ენერგიის დაზოგვასა და გარემოში CO2 ემისიების შემცირებას. 

ენერგოაუდიტის რეკომენდაციის შესაბამისად საბავშვო ბაღის შენობაში დაგეგმილია ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის შემდეგი ღონისძიებები:

  • სხვენის იატაკის თბოიზოლაცია ქანობიანი სახურავისა და წყალსარინი სისტემის შეკეთების (ამ უკანასკნელი სამუშაოს არსებობის შეთხვევაში) გათვალისწინებით;
  • შენობის გარე კედლების თბოიზოლაცია;
  • შენობის სარდაფის ჭერის თბოიზოლაცია;
  • არსებული კარ-ფანჯრის შეცვლა ენერგოეფექტური მეტალოპლასმასის ჩარჩოიანი ორმაგი შემინვის კარ-ფანჯრით;
  • არსებული სანათების შეცვლა ენერგოეფექტური (დიოდური) სანათებით და არსებული მოძველებული ელექტროგაყვანილობის სისტემის შეცვლა ელექტრომოწყობილობების ჯგუფების მიხედვით გამხოლოებული სისტემით;
  • საერთო ოთახების, საძინებლების, დარბაზების, სამზარეულო და სხვა ოთახებისა და სათავსების ჟანგბადით მდიდარი ჰაერის მისაწოდებლად და თბური ენერგიის რეკუპერაციის მიზნით არსებული სავენტიალციო სისტემის განახლება ან ახალი (ცენტრალური ანდა ინდივიდუალური) სავენტიალციო სისტემის მონტაჟი.
  • მყარ დაქუცმაცებულ ბიოსაწვავზე (წალამი) მომუშავე ავტონომიური გათბობის სისტემის მოწყობა და შესაბამისი საქვაბედა საწვავის შენობის/საცავის გათვალისწინებით;
  • მზის წყალგამაცხელებელი სისტემა (მოცულობა 200ლ), დაკავშირებული ავტონომიური გათბობის სისტემასთან (დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ტექნიკური დავალება (ToR IkaltoK GEO&ENG)).

ქვეპროექტების მომზადების აუცილებელი პირობები:

  • ქვეპროექტი №1-ში შესაბამის საინჟინრო-ტექნიკურ ნახაზებთან ერთად ასახული უნდა იყოს საბავშვო ბაღში დაგეგმილი სარეაბილიტაციო ღონისძიებებისთვის საჭირო მასალების/ტექნოლოგიების, ტრანსპორტირებისა და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დეტალური კალკულაცია (ბიუჯეტი დღგ-ს გარეშე);
  • ქვეპროექტი №2-ში შესაბამის საინჟინრო-ტექნიკურ ნახაზებთან ერთად ასახული უნდა იყოს საბავშვო ბაღში დაგეგმილი თერმო მოდერნიზაციის (ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგია) ღონისძიებებისთვის საჭირო მასალების/ტექნოლოგიების, ტრანსპორტირებისა და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დეტალური კალკულაცია (ბიუჯეტი დღგ-ს გარეშე);
  • ქვეპროექტი №1-ში შემოთავაზებული სარეაბილიტაციო ღონისძიებებისთვის საჭირო მასალები და ტექნიკა შესაძლებელია იყოს როგორც ადგილობრივი წარმოების, ასევე იმპორტირებული, შესაბამისი საქონლის წარმოშობის დამადასტურებელი სერთიფიკატით;
  • ქვეპროექტი №2-ში შემოთავაზებული განახლებადი და ენერგოეფექტური მასალები და ტექნიკა უნდა პასუხობდეს ევროკავშირის PRAG-ის სახელმძღვანელოს, საქონლის წარმოშობის (Origin of Goods) მოთხოვნებს;
  • სამუშაო შესრულების ვადა (ხელშეკრულების გაფორმებიდან) არ უნდა აღემატებოდეს ორ (2) კალენდარულ თვეს.
  • საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა მომზადდეს სამხარაულის სახ. ექსპერტიზის ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის მიხედვით, ხოლო პროექტის დასრულების შემდეგ წარმოდგენილ უნდა იქნას აკრედიტირებული, ან ლიცენზირებული ექსპერტის დასკვნა მასზედ, რომ პროექტი შეესაბამება სამხარაულის სახ. ექსპერტიზის ბიუროს მიერ გაცემულ დასკვნას. ექსპერტიზის დასკვნა წარმოდგენილ უნდა იქნას მომსახურების მიწოდებიდან 10 დღის ვადაში;

ტენდერში მონაწილეობით დაინტერესებულმა იურიდიულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ქვეპროექტების (№1&№2) შესრულებისთვის შესაბამისი შემოთავაზება, რომლიც უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: პროექტის დასახელება; ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა; ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, დღგ–ს გარეშე; რეკვიზიტები: კომპანიის იურიდიული ფორმა და დასახელება; იურიდიული ანდა ფაქტიური მისამართი; ტელეფონის ნომერი; ელ-ფოსტის მისამართი; საკონტაქტო პირი;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ ტენდერში მონაწილე კომპანიის ქონებაზე არ არსებობს საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა.
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ კომპანიის მიმართ არ ხორციელდება რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ბოლო 3 წლის განმავლობაში განხორციელებული შესაბამისი პროექტების ჩამონათვალი. (უპრატესობა მიენიჭება თერმო მოდერნიზაციის (ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგია) პროექტების განხორციელების მქონე კომპანიებს. ასევე კომპანიებს, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელების გამოცდილება. ტენდერში მონაწილეს უნდა გააჩნდეს საინჟინრო-საპროექტო სფეროში არანაკლებ 3 წლის სამუშაო გამოცდილება);
  • დამატებითი ინფორმაციისა და ტექნიკური დავალებისთვის (ToR) ეწვიეთ ლინკს და იხილეთ თანდართული დოკუმენტები:

სრული სატენდერო დოკუმენტაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

საპროექტო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა: 2019 წლის 31 იანვარი.
ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა შემოთავაზება უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე:
ქ. თბილისი, დ. გამრეკელის (ყოფ. კუტუზოვი) ქუჩა #19, მე–6 სართული, ოფისი #611, „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო“-ს ოფისი.
ან გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: e_gvil@eecgeo.org; eecgeo@eecgeo.org

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები