ჩაბარების ვადა:

25 იანვარი 2019, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T4719 - ტენდერი წინა ხაზის თანამშრომლებისთვის მისტიური მომხმარებლის კვლევის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს ნეოგაზიაცხადებს ტენდერს მომსახურებაზე: წინა ხაზის თანამშრომლებისთვის მისტიური მომხმარებლის კვლევის შესყიდვის თაობაზე 10/01-NEO-S/MSH-19

მომსახურების აღწერა:

  • კვლევის მიზანია ავტო გაზგასამართ სადგურებზე წინა ხაზის თანამშრომლების მომსახურების ხარისხის მონიტორინგი;
  • თანამშრომელთა რაოდენობა საქართველოს მასშტაბით - 258;
  • კვლევის დეტალური ტექნიკური დავალება, გთხოვთ, იხილოთ დართულ ფაილში: ტექნიკური დავალება.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია:

  • შევსებული საკვალიფიკაციო ფორმა დანართი N1-ის სახით;
  • ინფორმაცია კვლევითი კომპანიის გამოცდილების და სტატუსის შესახებ, მათ შორის მოღვაწეობის პერიოდი და არეალი, მუდმივი და დროებითი თანამშრომლების რაოდენობა, საერთაშორისო კვლევითი ქსელის წევრობა, სერთიფიკატების ფლობა და ა.შ.
  • ინფორმაცია განხორციელებული პროექტებისა და კლიენტების შესახებ.
  • მინიმუმ 1 სარეკომენდაციო წერილი (სასურველია 2).
  • ინფორმაცია კვლევითი კომპანიის თანამშრომლების, როგორც მენეჯმენტის ასევე კლვევაში ჩართული პირების გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესახებ (იდუმალი მყიდველის გარდა).
  • ინფორმაცია კვლევის ჩატარების მეთოდოლოგიაზე:
    - კვლევის ჩატარების მეთოდიკის აღწერა და დასაბუთება;
    - ანალიტიკური მოდელის (მონაცემთა დამუშავების მეთოდიკის) აღწერა;
    - ელექტრონული ბაზა, რომელიც საშუალებას იძლევა იდუმალი მომხმარებლის კვლევის შედეგებთან წვდომას, პროგრამული უზრუნველყოფის სახით, კვლევის სხვადასხვა ტალღების მონაცემთა შედარების შესაძლებლობა, პროგრამიდან მონაცემების სხვადასხვა ჭრილში ამოღების შესაძლებლობა, კონკრეტული პარამეტრების გაფილტვრის შესაძლებლობა, ექსელის ფორმატში ექსპორტის შესაძლებლობა.
  • ინფორმაცია კვლევის განხორციელების ვადებისა და ღირებულების შესახებ ერთეულის ფასის მითითებით, გაწეული ყველა დანახარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით ეროვნულ ვალუტაში.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

წინადადების წარდგენის წესი:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: დიმიტრი აგეკიანი, ელ-ფოსტა: dagekyan@gig.ge საკონტაქტო ნომერი: 598 88 94 90.
  • კვლევასთან დაკავშირებული საკითხებისთვის განსახილველად: თეა შარაბიძე. საკონტაქტო ნომერი: 591 45 44 34;

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 25 იანვარი, 17:00 საათი.

ტენდერის კატეგორია:

  • 73300000 კვლევისა და განვითარების დაპროექტება და განხორციელება
  • 73100000 მომსახურებები კვლევისა და ექსპერიმენტული განვითარების სფეროში
  • 73200000 კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები