ჩაბარების ვადა:

15 თებერვალი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T4720 - ტენდერი სარეკლამო/საკომუნიკაციო მომსახურების გაწევაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია. გადაიწია ტენდერის ჩაბარების ვადა 15 თებერვლამდე.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „კავკასუს ონლაინი“ აცხადებს ტენდერს სარეკლამო/საკომუნიკაციო მომსახურების გაწევაზე.

საკომუნიკაციო ამოცანა:

  • საჭიროა სამიზნე აუდიტორიის ინფორმირება აღნიშნული ინსტიტუციონალური ცვლილებების, გაფორმებული მემორანდუმების, ზოგადად რეფორმის, მისი შედეგებისა და სარგებლის შესახებ. სამიზნე აუდიტორია მოიცავს ქვეყნის მასშტაბით ყველა სიდიდის და საქმიანობის ორგანიზაციას, ზედა და საშუალო დონის მენეჯერებს, სტარტაპებს და მათთან დაკავშირებულ ინსტიტუციებს.
  • კამპანიის შედეგად უნდა გაიზარდოს დომენების რეგისტრაციის რაოდენობა და განმტკიცდეს .GE დომენის ქონის აუცილებლობა ორგანიზაციის მასშტაბურობისა და საქმიანობის მიუხედავად.
  • კამპანია/ების შედეგად ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ზემოთ აღნიშნულ სამიზნე აუდიტორიას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
  • კამპანია/ებმა უნდა უზრუნველყოს .GE ზონის ცნობადობის, გამოყენების საჭიროების, სარგებლიანობის და კომპანიების მხრიდან ახალი დომენური სახელების აღების მოტივაციის ზრდა.
  • www.registration.ge (www.nic.ge) „ტრაფიკის“ და ცნობადობის ზრდა. ვებ-გვერდი უნდა პოზიციონირდებოდეს, როგორც ერთგვარი საინფორმაციო და ფუნქციონალური გამტარი .GE დომენის რეგისტრაციისთვის.

კონკურსში მონაწილე კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ:

  • კამპანიის კრეატიული კონცეფცია;
  • დეტალური მედია გეგმა და ბიუჯეტი (განთავსების პერიოდები: აპრილი, მაისი, ივნისი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი);
  • საკომუნიკაციო არხების და შესაბამისი „ქონთენთის“ ჩამონათვალი და მაგალითები;
  • „წარმოებისა“ და განხორციელების დეტალური გრაფიკი.

მოწოდების ვადები:

  • ტენდერის გამოცხადების თარიღი: 10 იანვარი, 2019 წ.
  • ტენდერის დასრულების თარიღი: 15 თებერვალი, 2019 წ.
  • პროდაქშენის დასრულება: 10 მარტი, 2019 წ.
  • კამპანიის დაწყების სავარაუდო თარიღი: 15 მარტი, 2019 წ.

სრული სატენდერო დოკუმენტაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ელ.ფოსტა: info@co.ge
საკონტაქტო პირი:
ხათუნა შუბითიძე
GE დომენის ადმინისტრატორისა და რეგისტრატორების მართვის სამსახურის მენეჯერი, ელ.ფოსტა: k.shubitidze@co.ge,
მობ.: +(995 599)486-514

შემოთავაზება, გთხოვთ, გამოუგზავნოთ საკონტაქტო პირს, მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.

ტენდერის კატეგორია:

  • 92100000 კინოდა ვიდეომომსახურებები
  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
  • 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები