ჩაბარების ვადა:
21 იანვარი 2019, 18:00
სტატუსი:
დასრულებული
E
ელ. ტენდერი
T4726 - ტენდერი კომპიუტერული ტექნიკის დიაგნოსტიკაზე
ელ. ტენდერი
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს კომპიუტერული ტექნიკის დიაგნოსტიკაზე.
პრეტენდენტმა ხელშეკრულების გაფორმების დღიდან 2 თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს შემდეგი რაოდენობების დიაგნოსტიკა:
ბრენდი | პროდუქტი | რაოდენობა | ერთეულის ფასი | ჯამური თანხა |
HP | პერსონალური კომპიუტერი | 1000 | ||
HP | მონიტორი | 910 | ||
HP | პრინტერი | 1100 | ||
Dell | Zero Client Dell Wyse (vdi) | 50 | ||
HP | Docking station | 75 | ||
APC | UPS | 850 | ||
Cisco | IP Phone | 800 | ||
სულ ფასი |
დამატებითი მოთხოვნები:
- სადიაგნოსტიკო სამუშაოები უნდა ჩატარდეს საქართველოს ბანკის საწყობში. სპეციალურად გამოყოფილ ფართში. ქ. თბილისი ურეკის ქ. 2.
- დიაგნოსტიკისთვის საჭირო აპარატურა პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს დამოუკიდებლად.
- პრეტენდენტმა შეთანხმებული დრაფტის საფუძველზე რეგულარულად უნდა აწარმოოს აღწერა დიაგნოსტირებული ტექნიკის, რომელშიც თითოეულ პოზიციაზე მითითებული იქნება დასკვნა, დეფექტური დეტალი, ტექნიკის მოდელი და უნიკალური კოდი.
- პრეტენდენტი ვალდებულია შეაკეთოს ისეთი ტექნიკა, რომელიც არ საჭიროებს დეტალის შეცვლას.
- დიაგნოსტირების შემდეგ პრეტენდენტი ვალდებულია საწყობს დაუბრუნოს ტექნიკა სრულად დამომპლექტებული და აწყობილი, ტექნიკაზე დატანებული პრობლემის მცირე აღწერილობით.
- დიაგნოსტიკის შემდეგ უდეფექტო პროდუქტი პრეტენდენტმა უნდა დაუბრუნოს საწყობს.
- არასწორი დასკვნის შემთხვევაში პრეტენდენტს დაეკისრება ჯარიმა, კონტრაქტის ღირებულის 0,5%-ის ოდენობის.
- სადიაგნოსტიკო ტექნიკის რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში, პროპორციულად გაიზრდება შესრულების ვადებიც.
- ანგარიშსწორება მოხდება თვეში ერთხელ დიაგნოსტირებული პოზიციების რაოდენობის მიხედვით.
დიაგნოსტიკის ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, შედარებითი უპირატესობა ექნება შემდგომ გამოსაცხადებელ ტექნიკის შეკეთების ტენდერში.
დამატებითი ინფორმაცია:
- ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, ყველა გადასახადის ჩათვლით.
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2019 წლის 14 იანვრიდან 21 იანვრის ჩათვლით.
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
- შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 21 იანვარი, 18:00სთ.
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
ბექა ჭოლაძე
ტელ: +995 555 111 299
ელ. ფოსტა: bcholadze@bog.ge
შენიშვნა: აღნიშნული ტენდერი ტარდება 3 ბიჯიანი ვაჭრობის სისტემით. ფასის კლების ბიჯი 100 ლარი.
ტენდერის კატეგორია:
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
- 50300000 პერსონალური კომპიუტერების, საოფისე აპარატურის, სატელეკომუნიკაციო და აუდიოვიზუალური მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მათთან დაკავშირებული მომსახურებები