ჩაბარების ვადა:

20 აპრილი 2015, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T473 - ტენდერი სპეც.ტანსაცმლის/უნიფორმების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შ.პ.ს "დიო" აცხადებს ტენდერს სპეც.ტანსაცმლის/უნიფორმების შესყიდვაზე.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

  • კომპანიის მოკლე მიმოხილვა;
  • სატენდერო წინადადება თანდართული ფასების ცხრილის მიხედვით;
  • ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
  • ანგარიშსწორების პირობები;
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ, (განიხილება კომპანიები,რომლებიც მინიმუმ 3 წელიწადია დაფუძნებული);
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.

განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს. 

ტენდერის ჩაბარების პირობები:

შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2015 წლის 20 აპრილი.

გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ ელ.ფოსტაზე: natia@dio.ge მიუთითეთ თქვენი კომპანიის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, (ტენდერი სპეც.ტანსაცმლის/უნი ფორმების/  შესყიდვაზე). წარმოდგენილ ფასებში გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ხარჯი დაკავშირებული ყველა სახის გადასახდელებთან, ასევე შემსყიდველისადმი მიწოდებასთან და მის საკუთრებაში გადაცემასთან.

პირველადი შესყიდვის შემდეგ, მოწოდებული პროდუქციის ხარისხის კმაყოფილების შემთვევაში, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება მინ.ორწლიანი ხელშეკრულება.

საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ხელშეკრულების მოქმედების მანძილზე ან ერთჯერადი შესყიდვის შემთხვევაში შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად .

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ: 2361112/104/ ელ-ფოსტა: natia@dio.ge.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ