ჩაბარების ვადა:

28 იანვარი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T4731 - ტენდერი ს.ს.“ტერაბანკის“ სათაო ოფისის (ავლაბარი) აღმოსავლეთ ფასადის კედლის საძირკვლის გამაგრებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს ს.ს.“ტერაბანკის“ სათაო ოფისის (ავლაბარი) აღმოსავლეთ ფასადის კედლის საძირკვლის გამაგრებაზე.

სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად შეირჩევა საუკეთესო ფასის, ხარისხის და ვადის წარმდგენი ერთი კვალიფიციური კომპანია.

ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

  • შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 3 წელი;

სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

  • შევსებული ხარჯთაღრიცხვა (იხ.თანდართული ფაილი) როგორც ნაბეჭდი ასევე ელექტრონული სახით (EXCEL) (CD-ზე ან მეხსიერების ბარათზე)
  • მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილი (ორიგინალი, ბოლო 6 თვის გაცემული);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • საბანკო ამონაწერი ან ცნობა საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ ( ბოლო 6 თვის)
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ;
  • შეთანხმება კონფედენციალურობაზე, შევსებული (იხ. თანდართული ფაილი);
  • შესრულებული პროექტების ჩამონათვალი

აუცილებელი პირობა:

  • მომსახურე კომპანიასთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილი საბანკო ანგარიშის საშუალებით.
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს სს „ტერაბანკი“-ს კანცელარიაში: მისამართი: თბილისი, წმ ქეთევან დედოფლის გამზ.#3.

კონვერტზე მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

  • კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, მობ.ნომერი/ტელეფონი, ელ-ფოსტა; მისამართი);
  • ტენდერის დასახელება – „ს.ს ტერაბანკის სათავო ოფისის (ავლაბარი) აღმოსავლეთ ფასადის კედლის საძირკვლის გამაგრებაზე“
  • ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა: 2019 წლის 28 იანვარი (18:00 სთ-მდე).

ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით დაუკავშირდით ლაშა ჭანტურიძეს, ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: lasha.chanturidze@terabank.ge ტელეფონზე 255 00 00 / (შიდა 1153). მობ: 59511 01 74

სხვა ტენდერთან დაკავშირებულ კითხვებზე დაუკავშირდით ირაკლი მიქაძეს, ფოსტის შემდეგ მისამართზე: Irakli.mikadze@terabank.ge , ტელეფონზე 255 00 00 / (შიდა 2005). მობ: 595 60 01 04

შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები