ჩაბარების ვადა:
8 თებერვალი 2019, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT4736 - ტენდერი სატრანსპორტო მომსახურებაზე საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით გრძელვადიანი თანამშრომლობისათვის
ტენდერის აღწერილობა:
CENN აცხადებს ტენდერს სატრანსპორტო მომსახურებაზე საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით გრძელვადიანი თანამშრომლობისათვის.
კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შემდეგი სახის მომსახურება:
- მგზავრების გადაყვანა თბილისის მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში (მსუბუქი ავტომობილით, ჯიპით, მინივენითა და მიკროავტობუსის საშუალებით);
- მგზავრების გადაყვანა საქართველოს რეგიონების მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში (მსუბუქი ავტომობილით, ჯიპით, მინივენითა და მიკროავტობუსის საშუალებით);
- მგზავრების გადაყვანა თბილისიდან სომხეთის სხვადასხვა რეგიონის მიმართულებით, 24 საათის განმავლობაში (მსუბუქი ავტომობილით, ჯიპით, მინივენითა და მიკროავტობუსის საშუალებით);
- მგზავრების გადაყვანა თბილისიდან აზერბაიჯანის სხვადასხვა რეგიონის მიმართულებით, 24 საათის განმავლობაში (მსუბუქი ავტომობილით, ჯიპით, მინივენითა და მიკროავტობუსის საშუალებით);
- სამუშაოს შესრულების შემდეგ დათქმულ ვადაში, საჭირო ფინანსური დოკუმენტაციის: ინვოისი, ჩეკი, ფაქტურა და ა.შ. წარმოდგენა;
სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- კომპანიის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი (სავალდებულო);
- მომსახურების ჩამონათვალი და ღირებულება (ტექნიკური დავალების შესაბამისად / სავალდებულო);
- 2019 წლის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ პრეტენდენტის ქონებაზე არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში (სავალდებულო).
სატენდერო განაცხადი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
- მომსახურების ფასი;
- დაფარვის არეალი;
- განაცხადების ტექნიკური შესაბამისობა;
- შესაბამისი კუთხით მუშაობის გამოცდილება (ასევე, CENN-თან თანამშრომლობის გამოცდილება);
სატენდერო განაცხადის წარდგენა:
- დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ: 2019 წლის 8 თებერვლის ჩათვლით ასოციაცია CENN-ის ოფისში მისამართზე: ქ. თბილისი, ბეთლემის ქუჩა #27 ან გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: giorgi.mamporia@cenn.org
საკონტაქტო ინფორმაცია:
გიორგი მამფორია
ტელ: +995 32 275 19 03
მობ: +995 591 21 99 11
ელ-ფოსტა: giorgi.mamporia@cenn.org
ვებ-გვერდი: http://www.cenn.org
არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ განიხილება.
ტენდერის კატეგორია:
- 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები
- 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები
- 63700000 სახმელეთო, წყლისა და საჰაერო ტრანსპორტის დამხმარე მომსახურებები