31 იანვარი 2019, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT4737 - ტენდერი ქედის მუნიციპალიტეტის საკომუნიკაციო სტრატეგიის მომზადებაზე
ტენდერის აღწერილობა:
CENN აცხადებს ტენდერს ქედის მუნიციპალიტეტის საკომუნიკაციო სტრატეგიის მომზადებაზე.
პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობების დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკურენტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.
ტექნიკური დავალების მიზანი: ქედის მუნიციპალიტეტის საკომუნიკაციო სტრატეგიის მიზანია დაეხმაროს მუნიციპალიტეტის წარმოჩენას ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.
ტექნიკური დავალების აღწერა:
- კონტრაქტორმა უნდა უზრუნველყოს პროექტის ჯგუფთან და მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით მუნიციპალიტეტის საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება რელევანტურ მხარეთა ჩართულობის გზით;
- სტრატეგია უნდა იყოს ცოცხალი დოკუმენტი, რომლის გადახედვაც კონტრაქტორის რეკომენდაციით გათვალისწინებულ შესაბამის ვადებში მოხდება;
- კონტრაქტორმა უნდა უზრუნველყოს დამკვეთისთვის სტრატეგიის განხორციელებისათვის საჭირო შესაბამისი ტრენინგების, სამუშაო შეხვედრებისა, თუ სემინარების ჩატარება.
საქმიანობის პერიოდი: 2019 წლის თებერვალი-მარტი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კომუნიკაციების სექტორში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- საკომუნიკაციო სტრატეგიების მომზადების გამოცდილება;
- სტრატეგიის საფუძველზე, კომუნიკაციის სამოქმედო გეგმის მომზადების გამოცდილება;
- საჭიროების შემთხვევაში, ტელეკონფერენციებში ჩართვის უზრუნველყოფა;
- საჭიროების შემთხვევაში ქედის მუნიციპალიტეტში გამგზავრების შესაძლებლობა დამკვეთ გუნდთან ერთად.
ტენდერში მონაწილეობა:
- აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იურიდიულ პირებს.
სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:
- კომპანიის სახელწოდება, მისამართი, ტელეფონი და ელ. ფოსტა;
- კომპანიიდან პროექტზე პასუხისმგებელი პირის CV;
- ქედის მუნიციპალიტეტის საკომუნიკაციო სტრატეგიის თქვენეული ხედვა და შემუშავების ეტაპების მიმოხილვა;
- კომპანიის მიერ წარსულში განხორციელებული მსგავსი პროექტები; ე.წ. პორთფოლიო;
- წარმატებული საკომუნიკაციო სტრატეგიის საერთაშორისო და/ან ადგილობრივი გამოცდილების შესახებ ლინკებისა და/ან ინფორმაციის წარმოდგენა;
- წარსულში განხორციელებული მსგავსი პროექტებიდან ორი რელევანტური რეკომენდატორი ორგანიზაციის/კომპანიის საკონტაქტო ნომერი;
- მომსახურების საფასური (დეტალურად ჩაშლილი კომპანიის შესაბამისი სერვისების მითითებით) ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ს გარეშე;
- სამუშაოს შესრულებისათვის საჭირო დრო;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
- ცნობა სასამართლოდან, რომ მათ მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება (აღნიშნული დოკუმენტის წარმოდგენის ვალდებულება ეკისრება უკვე გამარჯვებულ კომპანიას).
სატენდერო განაცხადის წარდგენა:
- გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი შემოთავაზება ერთ (PDF) დოკუმენტად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე davlianidze@cenn.org არაუგვიანეს 2019 წლის 31 იანვრის 17:00 საათამდე;
- გთხოვთ, მეილის სათაურის ველში მიუთითოთ ტენდერის დასახელება - Communication Strategy Tender/KedaLEADER
შეფასების კრიტერიუმები:
- შესაბამისი კუთხით მუშაობის გამოცდილება;
- ქედის მუნიციპალიტეტის საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავების ხედვა და ეტაპების მიმოხილვითი ნაწილის რელევანტურობა პროექტისათვის;
- სერვისის ფასი;
- შეკვეთის შესრულებისათვის საჭირო დრო;
- განიხილება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადები.
პროექტის შინაარსთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ (+995 558 65 56 28 - ნატალია დავლიანიძე).
ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას.
ტენდერის კატეგორია:
- 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
- 73200000 კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები