25 იანვარი 2019, 15:00
სტატუსი:
დასრულებულიT4743 - ტენდერი ბრენდირებული უნიფორმების შეძენაზე
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი აცხადებს ტენდერს ბრენდირებული უნიფორმების შეძენაზე.
- ნომრით #-EF-GE/424
- დანიშნულება: უნიფორმების შესყიდვა
თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:
- დიზაინი, შესათანხმებელი იქნება ფერები;
- ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
ქვემოთ მოცემულია ზომები და რაოდენობები:
მაისურის ზომები | რაოდენობა | ქურთუკის ზომები | რაოდენობა |
XS | 1 | XS | 1 |
S | 19 | S | 20 |
M | 54 | M | 53 |
L | 44 | L | 42 |
XL | 30 | XL | 35 |
XXL | 18 | XXL | 11 |
3XL | 5 | 3XL | 5 |
4XL | 3 | 4XL | 2 |
ჯამში | 174 | ჯამში | 169 |
დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:
- შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- პროდუქტის ხელმოწერილი სპეციფიკაცია.
ტენდერის პირობები:
- ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.)
- ტენდერის სააპლიკაციო ფორმაში უნდა იყოს მითითებული შემდეგი ინფორმაცია:
- ნაჭრის შემცველობა;
- სად არის ნაწარმოები ნაჭერი;
- სად არის შეკერილი ფორმები; - მოთხოვნილი საქონელი მოწოდებული უნდა იქნას შეკვეთის დადასტურებიდან 3 კვირის განმავლობაში;
- სავალდებულოა ნიმუშების მოტანა შემოთავაზებასთან ერთად;
- გადახდის პირობები: საქონლის მიღებიდან 30 სამუშაო დღე.
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი;
- წარწერა: "კონფიდენციალურია";
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე:
მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი"
შემოთავაზების მიღება იწყება 18.01.2019 15:00
შემოთავაზების მიღება მთავრდება 25.01.2019 15:00
შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
მარიამ ტაბატაძე
შესყიდვების დეპარტამენტი
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
სათაო ოფისი, სოფ. ნატახტარში
ტელ: (+99532) 2180797
ელ. ფოსტა: tenders@ge.anadoluefes.com
ტენდერის კატეგორია:
- 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
- 18300000 ტანსაცმელი
- 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები