ჩაბარების ვადა:

1 მაისი 2015, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T475 - ტენდერი ელექტრონული სავალუტო ტაბლოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ფინკა ბანკი საქართველო“ FMH ჰოლდინგის (FINCA Microfinance Holding) ნაწილია. ჰოლდინგში ფინკას პარტნიორები არიან საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC, World Bank Group), KfW Bankengruppe, FMO, გერმანიის განვითარების ბანკი, ნიდერლანდების განვითარების ბანკი, responsAbility GLobal Microfinance Fund, Triple Jump და სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები.

ფინკა ბანკი საქართველო დღეისათვის 40 სერვის ცენტრის საშუალებით საბანკო მომსახურებას უწევს 55 000-ზე მეტ მომხმარებელს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში.

ფინკა საქართველო, საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობის ფონდის - FINCA International Inc.- ფილიალი, საქართველოში 1998 წლის მაისში დაარსდა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და აშშ სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ხელშეწყობით. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: www.FINCA.org, www.FINCA.ge.

სს ფინკა ბანკი საქართველო აცხადებს ტენდერს სერვის ცენტრებისთვის შიგა და გარე ელექტრონული სავალუტო კურსების ტაბლოების შესყიდვაზე

ტენდერის პირობები:

ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ელექტრონული სავალუტო კურსების ტაბლოების დამზადება; არსებული და დამატებით დამზადებულის შემდგომი მხარდაჭერა/მომსახურება.

მოთხოვნილი პროდუქტი:

  • შიდა ტაბლო - ზომა: 50*40* 4სმ, რიცხვების ზომა 4 სმ
  • გარე ცალმხრივი ტაბლო - ზომა: 66.5*62.2 *6სმ , რიცხვების ზომა 9 სმ,
  • გარე ორმხრივი ტაბლო - ზომა: 66,5 * 62,2 * 6, რიცხვების ზომა 9 სმ.
  • ფერი - ფინკა ბანკის კორპორატიული ფერი ( ბორდოსფერი)
  • ტაბლოზე უნდა აისახოს ოთხი შესაძლო სავალუტო წყვილის კურსები, ორ რიგად ( ყიდვა, გაყიდვა) ანუ სულ 8 ფანჯარა.
  • ტაბლოზე უნდა განთავსდეს ფინკა ბანკის ლოგო

მოთხოვნილი გადაწყვეტა:

  • ტაბლოს უნდა ქონდეს სამართავი აპლიკაცია სავალუტო კურსების შესახებ ინფორმაციის გასაახლებლად.
  • სავალუტო კურსის განახლება პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით პარალელურად უნდა ხორციელდებოდეს დაახლოებით 150 ელექტრონულ ტაბლოზე მაქსიმუმ 3-დან -5 წამამდე დროის განმავლობაში;

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შემდეგი სამუშაოების შესრულება:

  • შესაბამისი საქონლის მოწოდება ბანკის მიერ მოთხოვნის დაფიქსირებიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა.
  • ელექტრონულ ტაბლოებზე საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 3 წელს მიღება–ჩაბარების აქტზე ხელმოწერის დღიდან;

უპირატესობა მიენიჭებათ კომპანიებს რომლებიც:

  • შემოგვთავაზებენ დამზადებული ელექტრონული ტაბლოს ადგილზე ( ფილიალების მდებარეობები იხილეთ თანდართულ ფაილად) მიტანასა და მონტაჟს.
  • საგარანტიო ვადის განმავლობაში დაზიანებული საქონლის შეკეთება (როგორც უკვე არსებულის, ასევე კომპანიის მიერ დამზადებულის)/გამოცვლა ( კომპანიის მიერ დამზადებულის) უნდა განხორციელდეს 3-5 დღის განმავლობაში;

მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს:

  • განხორციელებული პროექტების ჩამონათვალი;
  • შემოთავაზებული საქონლის სრული ტექნიკური სპეციფიკაცია;
  • სარეკომენდაციო წერილი;
  • განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ანგარიშსწორების პირობები;
  • მოწოდების პირობები;
  • საგარანტიო პირობები;
  • ელექტრონული ტაბლოების დამზადების ღირებულება ( გარე ცალმხრივი, გარე ორმხრივი, შიდა ცალმხრივი);
  • ტრანსპორტირების ღირებულება ( ფასი კილომეტრობით (ითვლება მხოლოდ ცალი მხარის კილომეტრაჟი) / ფასი თბილისში )
  • მონტაჟის ღირებულება ერთი ერთეული ტაბლოს შემთხვევაში ( გარე ცალმხრივი, გარე ორმხრივი, შიდა ცალმხრივი);
  • დემონტაჟის ღირებულება ერი ერთეული ტაბლოს შემთხვევაში ( გარე ცალმხრივი, გარე ორმხრივი, შიდა ცალმხრივი);

ტენდერის ჩაბარების პირობები:

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ ფინკა ბანკი საქართველოს სათაო ოფისში: ვაჟა ფშაველას 71, მესამე სართული, ოფისი 12. დალუქული კონვერტით 2015 წლის 1 მაისამდე, ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 9 დან 6 საათამდე. კონვერტზე მითითებული უნდა იყოს ტენდერის სახელწოდება: „ სავალუტო ტაბლოების შესყიდვა“

სს ფინკა ბანკი საქართველო ახორციელებს საქმიანობას უმაღლესი ეთიკური და პროფესიული სტანდარტების მიხედვით და ბანკის შიდა წესების მიხედვით, ბანკის თანამშრომელს და/ან მასთან დაკავშირებულ პირს არ შეიძლება ჰქონდეს პირდაპირი ან არაპირდაპირი ფინანსური ინტერესი ბანკის რომელიმე კონტრაჰენტთან (ინტერესთა კონფლიქტი). აღნიშნულის გათვალისწინებით, ტენდერში მონაწილე კომპანიასა და ბანკის თანამშრომელს და/ან მათთან დაკავშირებულ პირებს შორის არ უნდა არსებობდეს ინტერესთა კონფლიქტი.

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემოთხვევაში, დაგვიკავშირდით ელ. ფოსტის მისამართზე: gmotsonelidze@finca.ge nmakhatadze@finca.ge

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ