ჩაბარების ვადა:
8 თებერვალი 2019, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT4765 - ტენდერი ნაკადულის კალმახის 20 000 (ოცი ათასი) ცალი ლიფსიტის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს “საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია” აცხადებს ტენდერს ნაკადულის კალმახის 20 000 (ოცი ათასი) ცალი ლიფსიტის შესყიდვაზე: 24/01-GIEC-SG/ECO-19
შესყიდვის სპეციფიკაცია:
- ლიფსიტების რაოდენობა - 20 000 (ოცი ათასი) ცალი;
- თითოეული ლიფსიტა უნდა იწონიდეს მინიმუმ 4 (ოთხ) გრამს;
- ყველა ლიფსიტა უნდა იყოს სუფთა ნაკადულის კალმახის ჯიშის;
- ყველა ლიფსიტა გადაცემის მომენტში უნდა იყოს ცოცხალი;
- ყველა ლიფსიტა უნდა იყოს ჯანმრთელი და არ უნდა ჰქონდეს რაიმე სახის დეფექტი ან დაავადება.
მიწოდების ადგილი - ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი სადმელი, ჰიდროელექტროსადგურის ტერიტორია.
მიწოდების ვადა - არა უგვიანეს 2019 წლის 20 აგვისტოს.
შპს “საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია” იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- დეტალური ინფორმაცია შესყიდვის საგნის შესახებ, კერძოდ კალმახის ჯიშის დეტალური აღწერილობა, ბინადრობის ადგილის აღწერილობა, სასურველია ვიზუალური მასალის წარდგენა (ფოტოები);
- ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების და გრაფიკის შესახებ;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე. - ინფორმაცია მსგავსი პროექტების შესრულების შესახებ (არსებობის შემთხვევაში);
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.
- საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: დიმიტრი აგეკიანი, ელ.ფოსტა: dagekyan@gig.ge საკონტაქტო ნომერი: 598 88 94 90.
- საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: ვალტერ ლომჯარია, საკონტაქტო ნომერი: 591 91 65 65.
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 8 თებერვალი, 17:00 საათი.
ტენდერის კატეგორია:
- 03300000 მეცხოველეობის პროდუქტები, ნანადირევი და თევზჭერის პროდუქტები