ჩაბარების ვადა:
31 იანვარი 2019, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT4774 - ტენდერი საწვავის შესყიდვასა და ავტომობილების რეცხვაზე
ტენდერის აღწერილობა:
CENN აცხადებს ტენდერს საწვავის შესყიდვასა და ავტომობილების რეცხვაზე.
კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შემდეგი სახის მომსახურება:
- ბენზინი – სუპერი, დაახლოებით 8,000 ლიტრი;
- ბენზინი – პრემიუმი, დაახლოებით 8,000 ლიტრი;
- დიზელი – ევროდიზელი, დაახლოებით 4,000 ლიტრი;
- დიზელი – ეკოდიზელი, დაახლოებით 4,000 ლიტრი;
- გაზი – დაახლოებით 4,000 მ3;
- ავტომობილების (‘’სედანი’’, ‘’ჯიპი’’) რეცხვა;
- სამუშაოს შესრულების შემდეგ დათქმულ ვადაში, საჭირო ფინანსური დოკუმენტაციის: ინვოისი, ჩეკი, ფაქტურა და ა.შ. წარმოდგენა;
სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- კომპანიის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი (სავალდებულო);
- მომსახურების ჩამონათვალი და ღირებულება (Price List - დღგ–ს ჩათვლით, სავალდებულო);
- სადგურების რაოდენობა და ადგილმდებარეობა (სავალდებულო);
- 2019 წლის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ პრეტენდენტის ქონებაზე არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში (სავალდებულო).
სატენდერო განაცხადი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
- მომსახურების ფასი;
- დაფარვის არეალი;
- განაცხადების ტექნიკური შესაბამისობა;
- შესაბამისი კუთხით მუშაობის გამოცდილება (ასევე, CENN-თან თანამშრომლობის გამოცდილება);
სატენდერო განაცხადის წარდგენა:
- დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ: 2019 წლის 13 თებერვლამდე ასოციაცია CENN-ის ოფისში: ქ. თბილისი, ბეთლემის ქუჩა #27 ან გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: giorgi.mamporia@cenn.org
- არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ განიხილება.
საკონტაქტო ინფორმაცია:
გიორგი მამფორია
ტელ: +995 32 275 19 03 / 04
მობ: +995 591 21 99 11
ელ-ფოსტა: giorgi.mamporia@cenn.org
ვებ-გვერდი: http://www.cenn.org
ტენდერის კატეგორია:
- 98300000 სხვადასხვა მომსახურება
- 09100000 საწვავი
- 50100000 სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები