1 თებერვალი 2019, 18:00
სტატუსი:
დასრულებული
E
ელ. ტენდერი
T4779 - ტენდერი საშუალო-დაბალი ბიუჯეტის საოფისე ავეჯის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს საშუალო-დაბალი ბიუჯეტის საოფისე ავეჯის შესყიდვაზე.
ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:
- ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
- ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით იმეილით ან ტელეფონით.
- ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.
ტენდერში მონაწილეობის პირობები:
- ტენდერი ცხადდება საქართველოს ბანკის ახალი საოფისე ფართის მოწყობისათვის საჭირო ავეჯის შესასყიდად.
- გამარჯვებულ ორგანიზაციასთან გაფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება.
- შემოთავაზებული ავეჯის მოწოდება უნდა მოხდეს 2019 წლის მარტში.
- ავეჯი მოწოდებული უნდა იყოს დაშლილ მდგომარეობაში, ამასთანავე პრეტენდენტი იღებს ვალდებულებას, რომ დასაწყობებულ ავეჯს, ბანკის მოთხოვნის თანახმად, სრულად ააწყოს ბანკთან შეთანხმებულ პერიოდში.
- ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
ანგარიშსწორების პირობა:
სატენდერო წინადადება უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.
საორიენტაციო ღირებულება:
შესასყიდი ავეჯის ჯამური საორიენტაციო ღირებულება: 500,000
სატენდერო მოთხოვნები:
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- ტენერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ შეავსოს შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი 1); და წარმოადგინოს იგი ექსელის / ვორდის ფორმატში;
- პრეტენდენტმა ფასების ცხრილს თან უნდა დაურთოს ყოველი შემოთავაზებული ნივთის ფოტოსურათი და სპეციფიკაცია, სადაც დეტალურად იქნება დასახელებული ბრენდი, მოდელი, ზომები, მასალა და სხვა დეტალი.
- შემოთავაზებული ძირითადი მასალები სრულად უნდა აკმაყოფილებდნენ სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემულ პარამეტრებს.
- მონაწილეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მოთხოვნისამებრ წარმოუდგინოს შემსყიდველს შემოთავაზებული პროდუქციის ნიმუშები, ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები (სერტიფიკატები) და შესატყვისობის სერტიფიკატი.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
- საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
- ცნობა საბიუჯეტო დავალიანების შესახებ;
- ბანკის მიერ დამოწმებული ფინანსური ბრუნვის ამონაწერი 01/01/2017 – 31/12/2018 პერიოდზე, შესატყვისი ექსელის ფაილით;
- ცნობა სასამართლო დავების შესახებ;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
ატვირთული უნდა იყოს კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია) და მინიმუმ ორი რეკომენდაცია სხვა ორგანიზაციისაგან; ასევე მინიმუმ ორი ორგანიზაციის საკონტაქტო ინფორმაცია სადაც უკვე განთავსებულია შემოთავაზებული ავეჯი.
სრული სატენდერო დოკუმენტაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილებში.
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
- შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 01 თებერვალი, 18:00სთ.
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
გია გოგიბერიძე
ტელ: +995 593 340 540
ელ. ფოსტა: g.gogiberidze@bog.ge
შენიშვნა: აღნიშნული ტენდერი ტარდება ვაჭრობის გარეშე. სატენდერო დოკუმენტაციის ჩაბარების ვადის ამოწურვის შემდეგ მონაწილე კომპანიებს საშუალება ექნებათ იხილონ კონკურენტების დასახელებები.
ტენდერის კატეგორია:
- 39100000 ავეჯი
- 39200000 ავეჯის აქსესუარები