ჩაბარების ვადა:

7 თებერვალი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T4786 - ტენდერი მისი მაღაზიების და სათაო ოფისის ვიტრაჟების წმენდის მომსახურების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

სს „ელიტ-ელექტრონიქსი“ აცხადებს ტენდერს მისი მაღაზიების და სათაო ოფისის ვიტრაჟების წმენდის მომსახურების შესყიდვაზე.

ტენდერი ცხადდება ორ ლოტად გეოგრაფიული განთავსების დაყოფის მიხედვით. მომსახურება უნდა განხორციელდეს კომპანიის 18 ობიექტზე, როგორც თბილისში ასევე რეგიონებში.

პრეტენდენტებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ როგორც ერთ ასევე ორივე ლოტზე მომსახურების შესასრულებლად. ლოტებში ობიექტები დაყოფილია ორ ნაწილად აღმოსავლეთ და დასავლეთ ლოკაციებად ჩამონათვალი იხილეთ მიბმულ ფაილში (სატენერო წინადადება).

პრეტენდენტმა მინების წმენდა უნდა განახორციელოს თვეში 2-ჯერ გარედან და ერთხელ შიგნიდან.

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • სატენდერო წინადადება
  • ფასების ცხრილი

დაინტერესებულმა პირმა დალუქული კონვერტით უნდა წარმოადგინოს:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
  • შევსებული ხელმოწერილი და ბეჭედდასმული ფასების ცხრილი.
  • ანგარიშსწორების პირობები
  • სულ ცოტა 2 სარეკომენდაციო წერილი
  • განაცხადი სატენდერო წინადადებით გათვალიწინებული მოთხოვნის შესრულების თაობაზე
    - განაცხადს თან უნდა იყოს მითითებული დეტალური საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, მისამართი, ტელეფონი, ელ ფოსტა)
    - ინფორმაცია გამოცდილების თაობაზე

სატენდერო დოკუმენტაციის ჩაბარების მეთოდი:

  • მომწოდებელმა უნდა მოგვაწოდოს ორგანიზაციის ხელმძღვანელის ხელმოწერილი დეტალური წინადადება დალუქული კონვერტით მისამართზე: .თბილისი, ქავთარაძის #3

გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთიოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება
  • საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, მისამართი)
  • ტენდერის დასახელება
  • მიმღები განყოფილება: „ადმინისტრაცია“
  • გთხოვთ მოაწეროთ ხელი და დასვათ ბეჭედი დალუქვის ადგილზე

ტენდერის ვადები:

  • შეთავაზებების მიღება იწყება მიმდინარე წლის 01 თებერვლიდან და მთავრდება 07 თებერვლის 18.00 საათზე.
  • ტენდერში გამარჯვებულის გამოსავლენად გათვალიწინებული იქნება ფასი, გამოცდილება და კონტრაქტორთა რეკომენდაციები.
  • შეკითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ შესყიდვების მენეჯერს ზვიად კაპანაძეს ტელ: 577 77 87 21.

ტენდერის კატეგორია:

  • 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება
  • 90600000 ქალაქის ან სოფლის ზონების დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება, ასევე მათთან დაკავშირებული მომსახურებები