ჩაბარების ვადა:

8 თებერვალი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T4791 - ტენდერი გენერატორებისა და უწყვეტი კვების წყაროების სერვისულ მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს გენერატორებისა და უწყვეტი კვების წყაროების სერვისულ მომსახურებაზე.

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით იმეილით ან ტელეფონით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.
  • გამარჯვებულ ორგანიზაციასთან გაფორმდება 1 წლიანი ხელშეკრულება.

თანდართულ ფაილებში მოთავსებულია:

  • სავარაუდო შესასრულებელი სამუშაოების განფასება;
  • გენერატორების ჩამონათვალი მისამართების მიხედვით.

შენიშვნა: თანდართულ ფაილში მოცემულია საქართველოს ბანკის საკუთრებაში არსებული გენერატორებისა და უწყვეტი კვების წყაროების დეტალური ჩამონათვალი. ფასების ცხრილში განფასების გაკეთება მოთხოვნილია 2 სხვადასხვა კატეგორიის გენერატორისა და უწყვეტი წყაროსთვის. გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ, რომ თქვენს მიერ მითითებული ფასი გავრცელებული იქნება ბანკის კუთვნილებაში არსებული სხვადასხვა მწარმოებლის გენერატორებსა და უწყვეტი კვების წყაროებზე შესაბამისი კატეგორიიდან გამომდინარე.

სატენდერო მოთხოვნები:

  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • სატენდერო წინადადება უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს გამოცდილების ისტორია და სარეკომენდაციო წერილები.

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები: 

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 08 თებერვალი, 18:00სთ.
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
ბექა ჭოლაძე
ტელ: +995 555 111 299
ელ. ფოსტა: bcholadze@bog.ge

შენიშვნა: აღნიშნული ტენდერი ტარდება ვაჭრობის გარეშე.

ტენდერის კატეგორია:

  • 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები