ჩაბარების ვადა:
6 თებერვალი 2019, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT4792 - ტენდერი 16 მვა ძალოვანი ტრანსფორმატორის კაპიტალური რევიზია-შეკეთებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს მომსახურებაზე, 16 მვა ძალოვანი ტრანსფორმატორის კაპიტალური რევიზია-შეკეთება #30/01/2019-GIEC-S/75
შესყიდვის ობიექტის დახასიათება:
- 16 მვა ძალოვანი ტრანსფორმატორის, მოდელი TD-16000/35У1 35/6,6 კვ. კაპიტალური რევიზია შეკეთება.
- ტრანსფორმატორს აღენიშნება დაზიანება, ფაზური გრაგნილების აქტიურ წინაღობებს შორის განსხვავება აღემატება 2%-ს (იხილეთ გამოცდის ოქმი).
- რაოდენობა - ცალი.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ
- შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე; - ინფორმაცია პროდუქტის მიწოდების ვადების შესახებ;
- დეტალურად გაწერილი საგარანტიო ვადა და პირობები.
- ინფორმაცია ანალოგიური მიწოდების შესახებ;
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
- სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ლევან წიკლაური. Ltsiklauri@gig.ge ; 568 76 76 59.
საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
ილია კამკამიძე. საკონტაქტო ნომერი: 598 76 07 96
წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 06.02.2018, 17:00 სთ.
ტენდერის კატეგორია:
- 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები