ჩაბარების ვადა:

19 თებერვალი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T4795 - ტენდერი ქაღალდის დამსხმელი ყუთის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

CENN აცხადებს ტენდერს ქაღალდის დამსხმელი ყუთის შესყიდვაზე.

USAID/WMTR II პროგრამა Waste Management Technology in Regions (WMTR II) აცხადებს ტენდერს კომპანიებისათვის, რომლებიც ახორციელებენ ქვემოთ მითითებული საწარმოო ხაზისათვის საჭირო ახალი დანადგარების მიწოდებას, ტრანსპორტირებასა და მონტაჟს.

პროგრამა მოიცავს ოთხ ძირითად მიმართულებას:

  • ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემის განხორციელება;
  • ნარჩენების გადამამუშავებელი კერძო სექტორის გაძლიერება;
  • გარემოს დაბინძურებისათვის ჯარიმების სისტემის და ნარჩენების მართვის სატარიფო პოლიტიკის გაუმჯობესება;
  • საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

ქაღალდის მასის დამსხმელი ყუთის სპეციფიკაცია:

  • ქაღალდის მასის დამსხმელ ყუთს უნდა შეეძლოს ქაღალდის მასის კონტროლი 17-დან 40 გ/მ2-მდე;
  • ყუთის შიდა ზედაპირი უნდა იყოს იდეალურად სწორი და პრიალა;
  • ყუთი უნდა ანაწილებდეს ქაღალდის მასას თანაბრად, მთელ საწარმოო ხაზზე;
  • დამსხმელი ყუთი ავტომატურად უნდა ინარჩუნებდეს მასის დონეს ყუთში;
  • დამსხმელი ყუთი აღჭურვილი უნდა იყოს დახურული ტიპის საჰაერო ბალიშით;

წარმადობა:

  • ყუთის მუშაობის სიჩქარე უნდა იყოს 400 მ/წუთში;
  • უნდა შეეძლოს თვეში 90 – 100 ტონა მუყაოს გადამუშავება;
  • უნდა შეეძლოს თვეში 120 – 140 ტონა ოფსეტური ქაღალდის გადამუშავება;

ყუთის მისაღები ზომა:

  • სიგრძე - 3.1 მეტრი;
  • სიგანე82 მეტრი;
  • სიმაღლე - 3.11 მეტრი.

ტენდერში მონაწილეობა:

დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ შემოთავაზებები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: shorena.ebanoidze@cenn.org ერთ ფაილად (pdf ფორმატში) არაუგვიანეს 2019 წლის 19 თებერვლის 18:00 საათისა.

შემოთავაზება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • კომპანიის სახელწოდება, მისამართი, საკონტაქტო პირი და ტელეფონი;
  • შესაბამისი კუთხით მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  • კომპანიის რეგისტრაციის სერტიფიკატის ასლი;
  • მომსახურების ფასი დეტალურად აშშ დოლარში;
  • დანადგარების მიწოდებისათვის საჭირო დრო;
  • დანადგარების ტრანსპორტირებისათვის საჭირო დრო;
  • დანადგარების ინსტალაციისათვის საჭირო დრო.
  • საგარანტიო ვადა და პირობები.

სრული სატენდერო დოკუმენტაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

ტენდერის კატეგორია:

  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
  • 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
  • 42800000 ქაღალდის ან მუყაოს საწარმოებელი მანქანა-დანადგარები