ჩაბარების ვადა:

14 თებერვალი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T4799 - ტენდერი სატრენინგო მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სსენერგო-პრო ჯორჯია აცხადებს ტენდერს სატრენინგო მომსახურების შესყიდვაზე.

სს ენერგო-პრო ჯორჯია არის ჩეხეთის რესპუბლიკის კომპანიის “ენერგო-პრო ეი-ეს” სრულ მფლობელობაში. კომპანიამ საქართველოს ენერგოსექტორში საქმიანობა 2007 წლის 29 ივნისს დაიწყო. ენერგო-პრო ჯორჯია საქართველოში მოქმედი უმსხვილესი ენერგოკომპანიაა აბონენტების რაოდენობის, ელექტროენერგიის გაყიდვების და მომსახურების არეალის მოცულობის გათვალისწინებით, რომელიც ახორციელებს ელ. ენერგიის წარმოებას და განაწილებას საკუთარი მომსახურების ტერიტორიაზე. ენერგო-პრო ჯორჯია ფლობს და ამუშავებს 15 საშუალო ზომის ჰიდრიელექტროსადგურს.

კომპანიის დისტრიბუციის არეალი მოიცავს დედაქალაქის გარდა საქართველოს მთლიან ტერიტორიას. ენერგო-პრო ჯორჯია ელ. ენერგიით ამარაგებს მილიონზე მეტ აბონენტს, კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობა დაახლოებით 6000-მდე თანამშრომელს შეადგენს. ჩვენი კომპანიის მიერ ენერგეტიკაში წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება განაპირობებს მომსახურების მაღალ ხარისხს და საქართველოს ენერგო სისტემის წარმატებულ მუშაობას.

შემოსული სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • ტრენინგცენტრის/ტრენერის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია/ მონაცემები შესაბამის თემაზე ტრენინგის ჩატარების შესახებ (CV, სერტიფიკატები და ა.შ.)  
  • ტრენინგის პროგრამის/პროგრამების დეტალური აღწერა;
  • ტრენინგის განხორციელების დეტალები:  ა) სასწავლო პროგრამების მასალები (ელექტრონული/ნაბეჭდი) ბ) სერტიფიცირება;
  • მომსახურების ფასები.

გასაწევი მომსახურების ვადა: 01.03.2019 - 01.06.2019

ტენდერის პირობები: 

  • სატენდერო განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2019 წლის 14 თებერვალი. გამარჯვებული იურიდიული/ფიზიკური პირის გამოვლენა მოხდება კონკურსის საფუძველზე, რომელიც ჩატარდება რამდენიმე ეტაპად:
    1. ტენდერის განაცხადების განხილვა
    2. მე-2 ეტაპზე გადასული მონაწილეები ჩაატარებენ სადემონსტრაციო 1 საათიან ტრენინგს
    3. ხელშეკრულების გაფორმება.
 ტრენინგების თემატიკები  მონაწილეების რაოდენობა  საათების საშუალო რაოდენობა (ჯგუფისთვის)
 პროექტების მართვა  20-30  14 სთ
 Leadrship / Eficient managment  50-70  14 სთ


ტენდერის შინაარსის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მოგვმართოთ:
ს.ს. "ენერგო–პრო ჯორჯია", საქართველო
სათაო ოფისი, ზურაბ ანჯაფარიძის N 19
ტელ.: (+99577) 35 40 20
ელ.ფოსტა: Tender@energo-pro.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 80300000 მომსახურებები უმაღლესი განათლების სფეროში
  • 80400000 ზრდასრულების სწავლება და სხვა საგანმანათლებლო მომსახურებები
  • 80500000 სატრენინგო მომსახურებები