ჩაბარების ვადა:

9 მაისი 2014, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T48 - სასერვერო აპარატურის შესყიდვა

ტენდერის აღწერილობა:

სააქციო საზოგადოება "ლიბერთი ბანკი" აცხადებს ტენდერს სასერვერო აპარატურის შესყიდვაზე. გთხოვთ, თქვენი შემოთავაზებები წარმოადგინოთ ფაილში მითითებული სპეციფიკაციების და მოთხოვნების მიხედვით:

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ:

  • კომპანიის მიმოხილვა (განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 3 წელიწადია დაფუძნებული) ყველა დამფუძნებლის და მფლობელის ინფორმაციის მითითებით
  • საგარანტიო ვადები და პირობები
  • მოწოდების ვადები და პირობები (მოწოდება თბილისის სათაო ოფისში მდებარე ჭავჭავაძის #74-ში)
  • ანგარიშსწორების პირობები
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არარსებობის შესახებ
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები


გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება, რომ განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს

ტენდერის ჩაბარების პირობები:

გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ კონვერტში და მიუთითოთ:

- თქვენი კომპანიის დასახელება
- საკონტაქტო ინფორმაცია
- სატენდერო კომიტეტი, სს "ლიბერთი ბანკი" (ტენდერი სასერვერო აპარატურის შესყიდვაზე)

შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 9 მაისი, 2014 წ. 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: "ლიბერთი ბანკი", ი. ჭავჭავაძის 74, თბილისი, 0162

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ