ჩაბარების ვადა:

15 თებერვალი 2019, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T4801 - ტენდერი შენობის სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

ააიპ „დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია" აცხადებს ტენდერს ქ. თბილისში ბეჟანიშვილის შესახვევი #8 -ში მდებარე შენობის სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე.

ჩასატარებელი სარემონტო სამუშაოების ჩამონათვალი და მოცულობები მოცემულია თანდართულ დეფექტურ აქტში.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 79200,00 ლარი დღგ-ს გათვალისწინებით. (სამოცდაცხრამეტიათას ორასი)

სამუშაოს შესრულების ვადები:

  • ტენდერში გამარჯვებულმა შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში.

მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:

  • მონაწილე პრეტენდენტს უნდა ქონდეს სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების არა ნაკლებ 3 წლიანი გამოცდილება და არანაკლებ 700000 ლარის ბრუნვა. აღნიშნულის დასტურად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
  • აღნიშნულის თაობაზე პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს დამკვეთის მიერ გაცემული სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი. სარეკომენდაციო წერილ(ებ)ში მითითებული უნდა იყოს ხელშეკრულების გაფორმების თარიღი, შესრულებული სამუშაოების ღირებულება, შესყიდვის ობიექტის დასახელება, მიწოდების ვადა, რამდენად ხარისხიანად და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში უზრუნველყო მიმწოდებელმა ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

მოთხოვნა პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ:

  • პრეტენდენტმა ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების უზრუნველსაყოფად უნდა გამოყოს პროექტის ხელმძღვანელი, რომელსაც წარმატებით აქვს განხორციელებული არანაკლებ ორი მსგავსი პროექტი (იგულისხმება შენობის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები). პროექტის ხელმძღვანელის გამოცდილების დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მონაცემები თანდართული ფაილის (პროექტის ხელმძღვანელი) შესაბამისად და პრეტენდენტის წერილობითი დადასტურება, რომ იგი უხელმძღვანელებს ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებას;

მოთხოვნა სამუშაოს სამუშაოს შესრულების ვადებთან დაკავშირებით.(გეგმა- გრაფიკი):

  • პრეტენდენტი ვალდებულია, სამუშაოების შესრულების მონიტორინგის მიზნით, თანდართული ფაილის (კალენდარული გეგმები) შესაბამისად, წარმოადგინოს სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი, რომელიც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს წინამდებარე ტენდერის ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ სამუშაოების დასრულების ვადებს.

მოთხოვნა სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი:

  • პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები:
    - ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების
    - ცნობა შესყიდვაში მონაწილეობის მსურველი პირის ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ.

სრული სატენდერო დოკუმენტაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა: 15.02.2019. 12:00 სთ.

სატენდერო წინადადება წარმოდგენილ იქნას დალუქულ კონვერტში მისამართზე: თბილისი ბეჟანიშვილის შესახვევი #8. მცირე საოჯახო სახლი.
საკონტაქტო პირი: ლალი ცერცვაძე.
ტელ: 574 557 554;
ელ. ფოსტა: lalicercvadze@gmail.com

ტენდერის კატეგორია:

  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები