ჩაბარების ვადა:

13 თებერვალი 2019, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T4808 - ტენდერი მომსახურეობის შესყიდვაზე, კერძოდ მის ჯგუფში შემავალ კომპანიებში სახიფათო ნარჩენების მართვაზე

ტენდერის აღწერილობა:

„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ (GIG) აცხადებს ტენდერს მომსახურეობის შესყიდვაზე, კერძოდ მის ჯგუფში შემავალ კომპანიებში სახიფათო ნარჩენების მართვაზე #04/02-GIG-S/WM-19

თანდართულ ფაილებში მოცემულია:

  • ჯგუფში შემავალი შვილობილი კომპანიების საქმიანობის პროცესში წარმოქმნილი სახიფათო და არასახიფათო (სპეციფიკური) ნარჩენების სახეობები, მახასიათებლები და მიახლოებითი რაოდენობები, გარდა ამისა თითოეული კომპანიის დანართში მოცემულია მათ დაქვემდებარებაში არსებული ობიექტების გეოგრაფიული მდებარეობა.
  • ობიექტების მიხედვით მომზადებული სატრანსპორტო სქემა

დამკვეთის მოთხოვნის საფუძველზე წელიწადში მინიმუმ ერთხელ თითოეული კომპანიის თითოეული ობიექტიდან მოხდება ნარჩენების გატანა და შემდგომი მართვა.

წინადადებები მიიღება როგორც სრულ ისე არასრულ პოზიციებზე.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში დღგ-ს ჩათვლით:
    - ზომის ერთეულზე განფასებული ნარჩენების ნუსხა თითოეული კომპანიისთვის: ფასი 1 ლიტრზე, 1 კილოგრამზე, 1 ცალზე და სხვა;
    - განფასებული სატრანსპორტო სქემა;
    (თანხის გადახდა მოხდება ფაქტობრივად გატანილი ნარჩენ(ებ)ის რაოდენობ(ებ)ის მიხედვით);
  • თითოეული ნარჩენის მართვის პოლიტიკა და შესაბამისი სქემა;
  • დამკვეთის მოთხოვნიდან შემსრულებლის მიერ სამუშაოს შესრულების ვადა;
  • სახიფათო/სპეციფიკური ნარჩენების მართვის ნებართვა/ნებართვები;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები და საკონტაქტო ინფორმაცია (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
  • სარეკომენდაციო წერილები.

შერჩეულ კომპანიასთან/კომპანიებთან გაფორმდება ერთწლიანი გენერალური ხელშეკრულება;

სრული სატენდერო დოკუმენტაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა №18 თეიმურაზ ჩიჩუას სახელზე. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება; დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2019 წლის 13 თებერვლის 17:00 საათამდე.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ. ფოსტაზე: tchichua@gig.ge
საკონტაქტო ნომერი: ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით 598 24 24 14 ნუცა კიკნაძე.
საკონტაქტო ნომერი: დოკუმენტაციასთან დაკავშირებით 591 93 10 10 თეიმურაზ ჩიჩუა.

ტენდერის კატეგორია:

  • 90600000 ქალაქის ან სოფლის ზონების დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება, ასევე მათთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 90500000 ნარჩენებსა და ნაგავთან დაკავშირებული მომსახურებები