ჩაბარების ვადა:

14 თებერვალი 2019, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T4822 - ტენდერი კომპანიების შერჩევაზე ბეტონის იატაკის დასხმის სამუშაოების ჩასატარებლად

ტენდერის აღწერილობა:

სს „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს კომპანიების შერჩევაზე ბეტონის იატაკის დასხმის სამუშაოების ჩასატარებლად.

2019 წლის განმავლობაში „ლიბერთი ბანკს“ დაგეგმილი აქვს სათაო ოფისში, სერვის ცენტრებსა და ფილიალებში სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოების ჩატარება.  ფილიალები და სერვის ცენტრები განლაგებულია როგორც თბილისში, ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით. საპროექტო დოკუმენტაცია და ფასების ცხრილი იხილეთ შემდეგ  ლინკზე: https://we.tl/t-aV3dHtl3Qe

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ:

  • კომპანიის მიმოხილვა (განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ სამი წელიწადია დაფუძნებული), ყველა დამფუძნებლის და მფლობელის შესახებ ინფორმაციის მითითებით;
  • კომპანიის მიერ შესრულებული პროექტების ჩამონათვალი, ბიუჯეტი, მოცულობები, ფოტომასალა, მინიმუმ სამი პროექტი;
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • ბოლო ორი წლის განმავლობაში შესრულებულ სამუშაოებზე, დამკვეთი ორგანიზაციებისგან სარეკომენდაციო წერილები;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;

გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება, რომ განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 14 თებერვალი, 2019 წ. 17:00 საათი.
  • ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი,ი. ჭავჭავაძის #74, (0162)  სს”ლიბერთი ბანკი”. 

გთხოვთ შემოთავაზებები  მოგვაწოდოთ დალუქული კონვერტით და გარედან კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია;
  • სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“ (კომპანიების შერჩევა  ბეტონის იატაკის დასხმის სამუშაოების ჩასატარებლად)

საკონტაქტო პირი: შორენა თავაძე 
მობ: 595 90 12 00;
ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge

ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
https://www.libertybank.ge/ka/tenderebi/27/tenderi-betonis-iatakis-daskhmis-samushaoebis-chatarebaze

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები