ჩაბარების ვადა:

20 თებერვალი 2019, 18:30

სტატუსი:

დასრულებული

T4828 - ტენდერი თანამშრომელთა მომსახურების ხარისხის კვლევაზე

ტენდერის აღწერილობა:

ა(ა)იპ „სავალდებულო დაზღვევის ცენტრი“ აცხადებს ტენდერს თანამშრომლების მომსახურების ხარისხის კვლევაზე და იწვევს კვლევითი პროექტით დაინტერესებულ ორგანიზაციებს.

კვლევის მეთოდოლოგია:
მომსახურების ხარისხის კვლევა უნდა განხორციელდეს:

  • მისტიური მომხმარებლის კვლევის მეთოდით.
  • საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლის გამოკითხვით.

კვლევის მიზანი: კვლევის მიზანს წარმოადგენს, ა(ა)იპ „სავალდებულო დაზღვევის ცენტრის“ შემდგომში „ცენტრი“ მომსახურების ცენტრების თანამშრომლების მხრიდან გაწეული მომსახურების ხარისხის შესწავლა, მომსახურების პროცესის ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიკაცია

შეაფასოს თანამშრომელთა მომსახურების ხარისხი ჯამურად ფილიალების, პოზიციებისა და მომსახურების სხვადასხვა ჭრილების მიხედვით მისტიური მომხმარებლის კვლევის საშუალებით და ასევე, საჭიროებიდან გამომდინარე ინდივიდუალურად შეაფასოს ძირითადი პოზიციის მომსახურება მომხმარებლის პირისპირ გამოკითხვის საშუალებით.

კვლევის ამოცანები:

  • ცენტრის მომსახურების ცენტრების თანამშრომლების მომსახურების ხარისხის შესაბამისობის გაზომვა მომსახურების სტანდართით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან;
  • ცენტრის მომსახურების ხარისხის შესაბამისობის გაზომვა სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან;
  • მომსახურების ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირება მომსახურების ცენტრების თანამშრომლების დონეზე;

კვლევის დამატებითი მოთხოვნები:

  • მომსახურების კვლევა (როგორც მისტიური მომხმარებლის კვლევა, ასევე, მომხმარებლის პირისპირ/სატელეფონო გამოკვლევა) უნდა მოხდეს 100% აუდიო ჩაწერით (თითოეულ კითხვარზე უნდა არსებობდეს აუდიო ჩანაწერი), რომელიც ხელმისაწვდომი იქნება დამკვეთისთვის საველე სამუშაოების მიმდინარეობის პარალელურად, შესაბამისი პროგრამული სოფტის საშუალებით.

კვლევის ვადა: საველე სამუშაოს შესასრულებლი ვადა განსაზღვრულია 60 კალენდარული დღით. დამატებით ანალიტიკური სამუშაოსთვის არაუმეტეს 14 კალენდარული დღისა, რაც მოიცავს კვლევის ერთ ეტაპს.

კვლევა უნდა განხორციელდეს ორ ეტაპად წლის განმავლობაში, რომლის პერიოდიც განისაზღვრება ხელშეკრულბით.

შედეგების წარმოდგენა:

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ცენტრი გააფორმებს ხელშეკრულებას აღნიშნული კვლევის განსახორციელებლად, შეთანხმებული ვადით.

დაინტერესებულმა კომპანიებმა დახურული კონვერტით უნდა წარმოადგინონ შემდეგი მასალები:

  • შევსებული, ტენდერის სააპლიკაციო ფორმა
  • სერვისის აღწერილობა დეტალურად და გადასახადი (ინვოისის სახით)
  • კომპანიის პორტფოლიოს შესახებ ზოგადი ინფორმაცია, საიდანაც შესაძლებელი იქება კომპანიის გამოცდილების გადამოწმება.
  • მსგავსი მიმართულებით კომპანიის კონტრაქტორი კომპანიების დასახელებები და მათი სარეკომენდაციო წერილები.
  • საერთაშორისო კომპანიის წევრობის დამადასტურებელი ნებისმიერი სახის დოკუმენტი

მოთხოვნა პრეტენდენტი კომპანიის გამოცდილების შესახებ:

  • პრეტენდენტ კომპანიას უნდა გააჩნდეს 2017-2018 წლების პერიოდში მისტიური კვლევის ჩატარების გამოცდილება,, ჯამში შესრულებული არანაკლებ 5 პროექტისა“ პროექტისა,რის შესხებაც ინფორმაცია უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულების და ასვე აღნიშნული კვლევების მიღება-ჩაბარების აქტების ასლებით
  • პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს რეგიონებში კვლევის ჩატარების გამოცდილება

მოთხოვნები პრეტენდენტი კომპანიის პერსონალის გამოცდილების შესახებ:

  • კომპანიის მხრიდან, პროექტის შემსრულებელ პირს უნდა გააჩნდეს სულ მცირე 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფარული მომხმარებლის კვლევის განხორციელების სფეროში, რის დამადასტურებლადაც პრეტენდენტმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს აღნიშნული პირის CV;

სრული სატენდერო დოკუმენტაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

ტენდერის ჩაბარების ვადები:

მასალები წარმოდგენილი უნდა იქნას შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ილო მოსაშვილის N24 სართული 6, 07.02.2018 დან 20.02.2018 18:30 საათამდე.

საკონტაქტო პირები:
ტექნიკური საკითხები: გიორგი სანაძე კონტროლინგის მენეჯერი მობ: 595994484
PR და მარკეტინგის მენეჯერი ქეთევან გოგიტიძე მობ: 577194194
ტენდერთან დაკავშირებული საკითხები: ნიკოლოზ მინდიაშვილი შესყიდვების მენეჯერი მობ:591404046

ტენდერის კატეგორია:

  • 73300000 კვლევისა და განვითარების დაპროექტება და განხორციელება
  • 73200000 კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები
  • 79300000 ბაზრის კვლევა და ეკონომიკური კვლევა; გამოკითხვები და სტატისტიკა
  • 79600000 პერსონალის დაქირავებასთან დაკავშირებული მომსახურებები