ჩაბარების ვადა:

15 თებერვალი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T4833 - ტენდერი სარეკლამო ვიდეო რგოლების დამზადებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი“ აცხადებს ტენდერს სარეკლამო ვიდეო რგოლების დამზადებაზე.

სატენდერო პირობები:

  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მიმწოდებელმა შემსყიდველს უნდა წარუდგინოს ვიდეო რგოლის დამუშავებული (იდეა მიწოდებული იქნება თავად შემსყიდველის მიერ) სცენარი სამ პროდუქტზე (საიმიჯო-საინფორმაციო, ავტოდაზღვევა, ჯანმრთელობის დაზღვევა).
  • თითოეული ვიდეორგოლის საშუალო ხანგრძლივობა - 25-40 წმ.
  • ვიდეორგოლების შემოკლებული ვერსიების ხანგრძლივობა - 10-15 წმ.
  • გრაფიკული ვიდეო-რგოლის ხმა უნდა იყოს მაღალი გარჩევადობის ფორმატით.
  • მიმწოდებელმა ვიდეორგოლის დამზადების პროცესში კადრების შერჩევა, გრაფიკის არჩევა, მონტაჟი, ფერთა კორექცია, მუსიკა და ხმოვანი ეფექტები (კადრს გარეთ ხმა) უნდა შეათანხმოს „შემსყიდველთან“.
  • გადაღების ვადა 20-30 დღე.
  • ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ 5 სამუშაო დღის ვადაში.

ვიდეორგოლის გადაღება უნდა მოხდეს შემდეგი ტექნიკური მახასიათებლებით:

ფორმატი გადაღება 4K; FULLHD (1920x1080); FullHD ხარისხით MP4 ფერის კორექტირება ფერთა დაშის პროგრამაში ვიდეორგოლის მონტაჟი უნდა მოხდეს უახლესი პროგრამებით და საჭიროების მიხედვით გამოყენებული უნდა იყოს გრაფიკული ელემენტები. დამზადებული ვიდეორგოლი ჩაწერილი უნდა იყოს ელექტრონულ მატარებელზე (დისკზე).

ტენდერის ჩაბარების პირობები:

ტენდერში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ 15.02.2019-მდე მოგვაწოდოთ თქვენი შეთავაზება ფასის მითითებით (ეროვნულ ვალუტაში) და თქვენს მიერ შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი, როგორც ელექტრონული ფოსტით ასევე დახურულ კონვერტში შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი ფანჯიკიძის N22.

საკონტაქტო პირი: გიორგი კაშია
ტელ: +995 32 2 244 111
მობ: +995 577 277 207
E-mail: info@igg.ge
Web: www.igg.ge 

ტენდერის კატეგორია:

  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
  • 92100000 კინოდა ვიდეომომსახურებები