Tenders.ge
გარდაბნის გამწმენდი ნაგებობა

T4836 - კონკურსი № G-001-BID-19 ლაბორატორიის მასალის შესყიდვაზე


ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 17:00
სტატუსი: დასრულებული
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია. ტენდერის ჩაბარების ვადა გადაიწია 25 თებერვლამდე.

ტენდერის აღწერილობა:

შპს გარდაბნის გამწმენდი ნაგებობა“ (GST) აცხადებს კონკურსს № G-001-BID-19 ლაბორატორიის მასალის შესყიდვასთან დაკავშირებით და იწვევს კვალიფიციურ კომპანიებს.

ლაბორატორიის მასალის შესყიდვა წარმოდენილია 4 დანართის სახით:
ლოტი #1 - დანართი #1 - რეაქტივები
ლოტი #2 - დანართი #2 - დამხმარე მოწყობილობები
ლოტი #3 - დანართი #3 - სახარჯი მასალა
ლოტი #4 - დანართი #4 - ლაბორატორიული ჭურჭელი

ტენდერში მონაწილე კომპანიებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი:

  • შემოთავაზება წარმოდგენილი უნდა იყოს თანდართული დანართების მიხედვით მხოლოდ, სადაც სრულყოფილად და ყურადღებით უნდა იყოს მითითებული ერთეულის, პოზიციის ჯამური და საბოლოო ჯამური ფასი. ასევე, დამატებით გრაფაში აუცილებელი წესით უნდა მიეთითოს პროდუქციის კოდი და/ან სხვა რაიმე კომენტარი/შენიშვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხერხდება ხარისხის გადამოწმება და სპეციფიკაციასთან შედარება. CD-ზე ჩაწერილი უნდა იყოს როგორც დანართი, ხელმოწერილი და დამოწმებული ბეჭდით, დოკუმენტი, ასევე ექსელის ფორმატში.
  • არ შეცვალოთ (ხელშეკრულებაში,ინვოისში,ზედნადებში)დასახელება, განზომილების ერთეული და რაოდენობა
  • ყურადღებით გაეცანით ყველა პოზიციის სპეციფიკაციებს
  • რეაგენტების ვადა განისაზღვრება მინიმუმ 1 წლით
  • პროდუქციის ხარისხი დამოწმებული უნდა იყოს სერთიფიკატით.
  • მასალის მოწოდება უნდა მოხდეს არაუგვიანეს მაისის თვიდან მისამართზე - ქ. გარდაბანი, თბილსრესის მიმდებარე ტერიტორია.

აუცილებელი მოთხოვნები:
წინადადების წარდგენისას მონაწილე არ უნდა იყოს:

  • გაკოტრების პროცესში
  • ლიკვიდაციის პროცესში
  • გამოცდილება მსგავსი ტიპის სამუშაოებისა და პროდუქციის შესყიდვა-რეალიზაციასთან დაკავშირებით

სრული სატენდერო დოკუმენტაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

წინადადების მიწოდების საბოლოო ვადაა: 2019 წლის 25 თებერვალი 17:00 სთ.

წინადადების მიწოდების ფორმა: დახურული კონვერტი თანდართული კომპაქტ-დისკით (CD). წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ მისამართზე: . თბილისი კოსტავას 1 შესახვევი N 33 GWP სათავო ოფისი, კანცელარია. წარმოდგენილი წინადადება უნდა დარეგისტრირდეს ოპერატორთან და განთავსდეს სპეციალურ სატენდერო ყუთში.

საკონტაქტო ინფორმაცია:

შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: ქეთი კანდელაკი
მის.: ქ. თბილისი, კოსტავას I შესახვევი, 33
ელ. ფოსტა: Kekandelaki@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1456); 599 192 500

საკონტაქტო პირი: დიანა ბიჩელაშვილი
მის.: ქ. თბილისი, კოსტავას I შესახვევი, 33
ელ. ფოსტა: Dbichelashvili@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1146); 555 00 49 49

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით
საკონტაქტო პირი: თამარ ნიკურაძე
ელ. ფოსტა: Tnikuradze@gwp.ge
ტელ: 599 93 37 32

ტენდერის კატეგორია:

  • 38400000 ფიზიკური მახასიათებლების კონტროლის ხელსაწყოები
  • 24300000 ძირითადი არაორგანული და ორგანული ქიმიკატები
  • 33100000 სამედიცინო მოწყობილობები
  • 33700000 პირადი ჰიგიენის საშუალებები