Tenders.ge
მინა

T4843 - ტენდერი მეორადი მუყაოს გაყიდვაზე


ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 18:00
სტატუსი: დასრულებული

ტენდერის აღწერილობა:

ს.ს. მინა აცხადებს ტენდერს მეორადი მუყაოს გაყიდვაზე.

წლის განმავლობაში დაახლოებით გროვდება 6000-6200 კგ მუყაოს მაკულატურა.

პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტები:

  • კომპანიის საქმიანობის მოკლე აღწერა;
  • კომპანიის რეკვიზიტები;
  • საკონტაქტო პირის მონაცემები. (აუცილებლად მიუთითეთ ელ.ფოსტა);
  • ამონაწერი სამეწერმეო რეესტრიდან
  • ცნობა საგადასახადოდან, დავალიანების არ ქონის შესახებ;
  • სატენდერო წინადადება, განფასება წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, 1 კგ მეორადი მუყაოს ფასი დ.ღ.გ-ს გარეშე;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო პერიოდი: 08.02.2019-დან 18.02.2019 -ის 18:00 სთ-მდე;

განიხილება მხოლოდ 18 თებერვლის ჩათვლით შემოსული წინადადებები, რომელთაც სრულად აქვს წარმოდგენილი ზემოთ მოთხოვნილი დოკუმენტები.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი შემოთვაზება დალუქული კონვერტით, უფლებამოსილი პირის მიერ დამოწმებული ხელოწერითა და ბეჭედით - ..“მინა“-ს სათაო ოფისში. (მცხეთა, სოფ.ქსანი);

გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ ტენდერის დასახელება.

გაითვალისწინეთ!
გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთ წლიანი ხელშეკრულება.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: AALAVERDASHVILI@sisecam.com

ტენდერის კატეგორია:

  • 90500000 ნარჩენებსა და ნაგავთან დაკავშირებული მომსახურებები