ჩაბარების ვადა:

25 თებერვალი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T4849 - ტენდერი აუდიტორულ მომსახრეობაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს დიდუბის ავტოვაგზალი აცხადებს ტენდერს აუდიტორულ მომსახურეობაზე.

ტენდერში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს საქართველოს ეროვნული ბანკის საიტზე გამოქვეყნებულ სერტიფიცირებულ აუდიტორულ კომპანიას. საიდანაც სატენდერო კომისიის მიერ მოხდება ნეიტრალური აუდიტორული კომპანიის შერჩევა, რომელიც ჩაატარებს სს“დიდუბის ავტოვაგზალი“-ს 2015 და 2016 წლების ფინანსურ აუდიტს.

სს“დიდუბის ავტოვაგზალი“-ს მიერ წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

  • 2015-2016 წლების საბუღალტრო ელექტრონული ვერსია.
  • ნებისმიერი კომერციული ბანკებიდან, საფინანსო დაწესებულებებიდან, ფიზიკური თუ იურიდიული პირებისაგან მიღებულ კრედიტებთან დაკავშირებული ყველა გარიგება.
  • კომპანიის მიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გაცემულ სესხებთან დაკავშირებული ყველა ხელშეკრულება და მასთან დაკავშიებული სალაროს გასავლის ორდერები.
  • კომპანიის მიმართ დებიტორული და კრედიტორული დავალიანების მქონე იურიდიული და ფიზიკური პირების სია, დავალიანებების წარმოშობის თარიღის მითითებით.
  • აქციონერთა კრების ოქმები და სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმები თავისი დანართებით.
  • აუდიტის დასკვნები.
  • საანგარიშო პერიოდის მიხედვით, სრული საბუღალტრო დოკუმენტები და სააღრიცხვო მონაცემები.
  • საანგარიშო პერიოდების მიხედვით გაფორმებული ხელშეკრულებები (მათ შორის უძრავი ქონების იჯარასთან დაკავშირებული)
  • საანგარიშო პერიოდების მიხედვით ბანკებში არსებული სალარე და სავალუტო ანგარიშების სრული ამონაწერი.
  • საანგარიშო პერიოდების მიხედვით მოგებისა და ქონების გადასახადის წლიური დეკარაციები.
  • საანგარიშო პერიოდის მიხედვით შემოსავლების სამსახურთან შედარების აქტები.

მომწოდებლის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომპანიის რეკვიზიტები;
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • აუდიტორული მომსახურების უფლება-მოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი
  • მომსახურების ფასი დღგ-ს ჩათვლით და განხორციელების ვადა;
  • წერილი იმის შესახებ, რომ ტენდერში მონაწილე კომპანიას და მათთან დასაქმებულ პირებს კონკურენტ (ანალოგიური საქმიანობის) საწარმოში არ უწარმოებიათ ბუღალტერია ან/და არ ჩაუტარებიათ აუდიტორული მომსახურეობა.

სამუშაოს შესრულების ადგილი ქ. თბილისი.

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

სატენდერო დოკუმენტაციის ჩაბარების ბოლო ვადაა: 2019 წლის 25 თებერვალი.

მონაწილე კომპანიებმა სატენდერო მასალა უნდა გამოგზავნონ ელ. მისამართზე: nestor-miqatadze@mail.ru

ტენდერის კატეგორია:

  • 79200000 საბუღალტრო, აუდიტორული და ფისკალური მომსახურებები