Tenders.ge
საქართველოს ბანკი

T4855 - ტენდერი ცეცხლმაქრების შესყიდვაზე


ელ. ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 18:00
სტატუსი: დასრულებული

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ცეცხლმაქრების შესყიდვაზე.

 ტექნიკური მოთხოვნა  ბრენდი მოდელი  რაოდენობა  ფასი
2 წლიანი გარანტიით
 ფასი
5 წლიანი გარანტიით
 დამუხტვის ფასი

წონა: 5კგ
კატეგორია ABC/ABCE უნივერსალური; კედელზე მისამაგრებელი კრონშტეინით (სამაგრი);
წნევის მაჩვენებელი მანომენტრით დრეკადი მილით; დალუქულ მდგომარეობაში, სპეციალური პლომბით.

Model
2 წლიანი გარანტიით

Model
5 წლიანი გარანტიით

1250      


დამუხტული ცეცხლმაქრების ტექნიკური მახასიათებლები:

  • მოწესრიგდეს ცეცხლმაქრი (ცეცხლმაქრის შლანგი თუ გაბზარულია ან დაშაშრულია უნდა შეიცვალოს ახლით და ასევე აღმოიფხვრას სხვა დაზიანებები);
  • დატანებული უნდა იყოს ცეცხლმაქრზე ინფორმაცია (მიკრული სტიკერით ან მარკერით მიწერილი თარიღით) თუ რა დროის განმავლობაში დაიმუხტა და როდის უნდა დაიმუხტოს ახლიდან;
  • დამუხტულ ცეცხლმაქრს უნდა ქონდეს ხარისხის გარანტია (გამოყენების შემთხვევაში უნდა შეესაბამებოდეს ABC /ABCE კატეგორიის ცაცხლმაქრს);
  • წნევის მაჩვენებელი მანომენტრი რომლის ისარიც იქნება მწვანე ფერზე;
  • დალუქულ მდგომარეობაში, სპეციალური პლომბით;
  • იმ შემთხევაში თუ ძველ ცეცხლმაქრს არ ექნება კედელზე მისამაგრებელი კრონშტეინი (სამაგრი) სასურველია შეძენილი და ჩამოკიდებული იქნას შესაბამის ადგილას (ცეცხლმაქრი უნდა იყოს ჩამოკიდებული კედელზე ან ჩასმული სპეციალურ კარადაში რომ არ მიიღოს მექანიკური დაზიანება);
  • გარანტია: მინიმუმ ერთ წელი;

სრული სატენდერო დოკუმენტაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 15 თებერვალი, 18:00სთ.
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
ბექა ჭოლაძე
ტელ: +995 555 111 299
ელ. ფოსტა: bcholadze@bog.ge

შენიშვნა: აღნიშნული ტენდერი ტარდება ვაჭრობის გარეშე. სატენდერო დოკუმენტაციის ჩაბარების ვადის ამოწურვის შემდეგ მონაწილე კომპანიებს საშუალება ექნებათ იხილონ კონკურენტების შეთავაზებები სრულად.

ტენდერის კატეგორია:

  • 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები