ჩაბარების ვადა:

28 თებერვალი 2019, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T4869 - ტენდერი ეკოსისტემაზე დაფუძნებული ტყის მენეჯმენტის შესახებ საგანმანათლებლო ფილმების მომზადებაზე

ტენდერის აღწერილობა:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით შპს. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში.

დაგეგმილი გვაქვს შევისყიდოთ მომსახურება საქართველოში რეგისტრირებული კომპანიებისგან დანართი 1 - ის შესაბამისად.

ინტერესის შემთხვევაში, გთხოვთ 28.02.2019 -ის 17:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით, ორ დახურულ კონვერტში ცალცალკე.

პირველ კონვერტში საფასო შემოთავაზება, ხოლო მეორეში შინაარსობრივი შემოთავაზება.

გთხოვთ შემოთავაზებები მოგვაწოდოთ მხოლოდ ინგლისურ ენაზე. დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან სსკ–ს 168-ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი) და შესაბამისად ეროვნულ ვალუტაში წარმოდგენილი ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს და ეს მითითებული უნდა იყოს შემოთავაზებაში.

გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი:

  • ფირმის სრული სახელწოდება
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, საკონტაქტო პირი)
  • ტენდერის დასახელება - „საგანმანათლებლო ფილმების გადაღება ეკოსისტემებზე დაფუძნებული ტყის მართვის შესახებ“
  • წარწერა ,,კონფედენციალურია,,
  • გთხოვთ მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე.

აგრეთვე მიუთითოთ შემდეგი მისამართი:
GIZ-ის რეგიონალურ ბიუროს სამხრეთ კავკასიაში
რუსთაველის 42 / გრიბოედოვის ქ. 31ა 0108 თბილისი
მიუთითეთ ჩვენი ნიშანი 15.2101.2-006.00 და აგრეთვე ნომერი 83315192

გთხოვთ შემოთავაზება დაიტანოთ თქვენი ორგანიზაციის ლოგოიან თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი და ხელმოწერა.

გთხოვთ დანომროთ კონვერტები:
I - საფასო შემოთავაზება,
II - შინაარსობრივი შემოთავაზება.

შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ:
ანა ჩხეიძე
ტელ: 995 32 2 201805
ეო. ფოსტა: anna.chkheidze@giz.de

წესების დარღვევის შემთხვევაში შეიძლება თქვენი შემოთავაზება არ იქნას განხილული.

შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დასრულდება 28.02.2019 -სთვის.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ გამარჯვებულ ფირმასთან.

ტენდერის კატეგორია:

  • 92100000 კინოდა ვიდეომომსახურებები