ჩაბარების ვადა:

22 თებერვალი 2019, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T4870 - ფასთა გამოკითხვა სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებისათვის საჭირო ღონისძიებების შესასრულებლად

ტენდერის აღწერილობა:

შპს ,,აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებისათვის საჭირო ღონისძიებების შესასრულებლად.

შესყიდვის ობიექტის დახასიათება:

  • ფასთა გამოკითხვის მიზანია შეირჩეს მონაწილე, რომელიც შეძლებს, მოგვაწოდოს სასურველი საქონელი შესაბამისი ხარისხით და მომსახურება დაბალ ფასებში.

შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს:

  • ქ. თბილისი, ხოშარაულის ქ. N27-ა -ში მდებარე შენობის სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მოწყობა;
  • ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. N142-ში მდებარე შენობის (სამთო ქიმია) სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მოწყობა;
  • ქ. თბილისი, კოსტავას ქ. N70-ში მდებარე შენობის II-III სართულზე არსებული სახანძრო სისტემის ტესტირება და რეკომენდაციები;
  • ქ. თბილისი, კოსტავას ქ. N70-ში მდებარე შენობის სხვენზე სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მოწყობა.

წინადადებების მიღება შესაძლებელია როგორც სამივე ობიექტზე ერთად, ასევე ცალ-ცალკე.

მიწოდების ადგილმდებარეობა და ვადა:

  • ქ. თბილისი, ხოშარაულის ქ. N27-ა
  • ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. N142
  • ქ. თბილისი, კოსტავას ქ. N70
  • მიწოდების ვადა - იხილეთ თანდართულ ტექნიკურ დავალებაში.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • ინფორმაცია საქონლის და მომსახურების მოცულობების შესახებ;
  • რესურსული წესით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა და გეგმა-გრაფიკი;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • პრეტენდენტის იურიდიული სახელწოდება, საკონტაქტო ინფორმაცია.
  • ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ ანალოგიური მომსახურების გაწევაზე 

შ ე ნ ი შ ვ ნ ა:

  • წინადადების წარდგენისას მონაწილე არ უნდა იყოს:
  • გაკოტრების პროცესში
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • მოვალეთა რეესტრში;
  • ყადაღა დადებული.

წინადადების წარმოსადგენად აუცილებელი პირობაა ობიექტების დათვალიერება და სიტუაციის ადგილზე შეფასება.

შპს ,,აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ მიერ გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებული იქნება როგორც პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილ საქონლისა და მომსახურების ღირებულებაზე, ასევე მათ გამოცდილებასა და საანგარიშსწორებო პირობებზე.

დეტალური ინფორმაცია და ტექნიკური დავალება შესაძენი საქონლის და მომსახურების შესახებ იხილეთ თანდართულ ფაილებში.

ფასთა გამოკითხვის ჩაბარების პირობები:

წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით, დალუქულ კონვერტში, მისამართზე: ქ.თბილისი, კოსტავას ქ. N70; კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ფასთა გამოკითხვის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2019 წლის 22 თებერვლის 17:00 სთ-მდე.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ წერილობით ელ.ფოსტაზე: nikoloz.revazishvili@amadco.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე:

საკონტაქტო პირი:
ნიკოლოზ რევაზიშვილი
ტელ: +995 5 99 85 95 78
სამუშაო საათები: 10:00-დან 18:00-მდე.

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები