20 თებერვალი 2019, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT4871 - მოწვევა კონტრაქტორის შესარჩევად ელექტრონული ნარჩენების უტილიზაციაზე
ტენდერის აღწერილობა:
Rich Metals Group აცხადებს ტენდერს კონტრაქტორის შესარჩევად ელექტრონული ნარჩენების უტილიზაციაზე.
მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალსიწინებით:
- ენა: ქართული/რუსული/ინგლისური
- კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასები ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
- კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.
კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:
- მომსახურების ღირებულება;
- გადახდის პირობები;
- მომსახურების განხორციელების ვადები;
- განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
- შესაბამისი ნებართვა აღნიშნული მომსახურების განხორციელებაზე;
- ინფორმაცია აღნიშნულ სფეროში კომპანიის გამოცდილების შესახებ;
- რეკვიზიტები (მისამართები, როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური, ფაქტიური, ელექტრონული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები და სხვა.)
კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 20.02.2019
კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.
- მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის.
- ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში No1
- კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ორგანიზატორის მისამართზე: ქალაქი თბილისი, მ.ალექსიძის ქუჩა #1, შესახვევი #3. წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქული კონვერტით
კომერიცული წინადადებები შესაძლებელია ასევე წარმოდგენილ იქნეს შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე:
TO - LPirveli@richmetalsgroup.com
CC – Zdzagnidze@richmetalsgroup.com
საკონტაქტო ინფორმაცია:
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი:
დირექტორის მოადგილე: ზურა ძაგნიძე
ტელ: +995 599 128 686
მდივანი: ლილე პირველი
ტელ: +995 579 552 051.
ტენდერის კატეგორია:
- 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება
- 90500000 ნარჩენებსა და ნაგავთან დაკავშირებული მომსახურებები