ჩაბარების ვადა:

22 თებერვალი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T4875 - ტენდერი ელ.პერსონალის საკვალიფიკაციო სწავლებაზე

ტენდერის აღწერილობა:

ს.ს“მინა“ აცხადებს ტენდერს ელპერსონალის საკვალიფიკაციო სწავლებაზე.

მოთხოვნები :
სწავლების თემები:

  • ტექნიკური ექსპლოატაციის წესები
  • ელექტრო უსაფრთხოების წესები.
  • ხანძარ-უსაფრთხოების წესები
  • რეანიმაციის ილეთები.

სწავლების შემდეგ უნდა ჩატარდეს ტესტირება;

სწავლება უნდა ჩაატაროს სერტიფიცირებულმა ორგანიზაციამ , კვალიფიციური ტრენერის საშუალებით.

კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე შესაძლოა დაემატოს მოთხოვნა, რომელიც ეცნობება პრეტენდენტებს წერილობითი ფორმით.

სწავლებაზე დამსწრე პერსონალის რაოდენობა დაახლოებით 30 ადამიანი; 
განყოფილებები: ელექტრო უბანი, ავტომატიკის უბანი და საკომპრესორო საამქრო.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი შემოთავაზება დალუქული კონვერტით ს.ს.“მინა“-ს სათაო ოფისში (მცხეთის რ-ნი, სოფ.ქსანი) 2019 წლის 22 თბერვლამდე უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და დამოწმებული ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში);

კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • ორგანიზაციის/ კომპანიის სრული დასახელება
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
  • საკონტაქტო პირის მონაცემები ( სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონი და ელ.ფოსტა)
  • საბანკო რეკვიზიტები
  • საქმიანობის მოკლე ისტორია.
  • მომსახურების ღირებულება 1 ადამიანის სწავლების ღირებულება ლარში დ.ღ.გ-ს გარეშე.
  • სწავლების უფლების სერტიფიკატი

გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ ტენდერის სახელწოდება და გამომგზავნის დასახელება;

განიხილება მხოლოდ 22 თებერვლის ჩათვლით შემოსული წინადადებები, რომელთაც სრულად აქვს წარმოდგენილი ზემოთ მოთხოვნილი დოკუმენტები. 

კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოვწეროთ : AALAVERDASHVILI@sisecam.com

ტენდერის კატეგორია:

  • 80300000 მომსახურებები უმაღლესი განათლების სფეროში
  • 79600000 პერსონალის დაქირავებასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 80500000 სატრენინგო მომსახურებები