ჩაბარების ვადა:

28 თებერვალი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T4883 - ტენდერი გარეთ დასადგმელი ნარჩენების სეპარირებული შეგროვების კონტეინერების შესაფუთი კონსტრუქციისა და გარე საინფორმაციო ბანერის დამზადება-ტრანსპორტირება-მონტაჟსა და შეკეთება/შეცვლაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია. დაემატა ფოტოსურათი სეპარაციის სტენდის ნიმუში.

ტენდერის აღწერილობა:

CENN აცხადებს ტენდერს გარეთ დასადგმელი ნარჩენების სეპარირებული შეგროვების კონტეინერების შესაფუთი კონსტრუქციისა და გარე საინფორმაციო ბანერის დამზადება-ტრანსპორტირება-მონტაჟსა და შეკეთება/შეცვლაზე.

USAID-ის პროგრამის ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში (ფაზა II) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN

USAID/WMTR II პროგრამა ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში (WMTR II) აცხადებს ტენდერს გარეთ დასადგმელი ნარჩენების სეპარირებული შეგროვების კონტეინერების შესაფუთი კონსტრუქციისა და გარე საინფორმაციო ბანერის დამზადება-ტრანსპორტირება-მონტაჟსა და შეკეთება/შეცვლაზე.

პროგრამის შესახებ:

ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში, ფაზა II (WMTR II), USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამაა, რომელსაც ახორციელებს CENN. პროგრამა ხელს უწყობს საქართველოს მთავრობას ნარჩენების მართვის სექტორის მოდერნიზებაში და მხარს უჭერს მდგრად განვითარებასა და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, უზრუნველყოფს ნარჩენების ისეთ მართვას, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს ნარჩენების მიერ ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნებრივ რესურსებზე მიყენებულ ზიანს.

USAID/WMTR II მუშაობს კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში, აჭარის ა.რ.–სა და ქალაქ თბილისში. პროგრამა ხელს უწყობს ინოვაციური მიდგომების დანერგვას, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას და ძლიერი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას რათა მიაღწიოს, შეინარჩუნოს და გააფართოოს დასახული ამოცანები და გადაჭრას მდგრადი განვითარების გამოწვევები.

პროგრამა მოიცავს ოთხ ძირითად მიმართულებას:

  • ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემის განხორციელება;
  • ნარჩენების გადამამუშავებელი კერძო სექტორის გაძლიერება;
  • გარემოს დაბინძურებისათვის ჯარიმების სისტემის და ნარჩენების მართვის სატარიფო პოლიტიკის გაუმჯობესება;
  • საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

ტენდერის მიზანი:

ტენდერის მიზანია ქვემოთ ჩამოთვლილი მომსახურების ფასებისა და ვადების დასადგენად შემოთავაზებების მოძიება, რომელთა შეფასების საფუძველზე გამარჯვებულ კომპანიასთან დაიდება 1 წლიანი ხელშეკრულება:

სრული სატენდერო დოკუმენტაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

ტენდერის აღწერილობა:

ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ იურიდიულ პირებს.

დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ შემოთავაზებები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: misha.murvanidze@cenn.org ერთ ფაილად (pdf ფორმატში) ა.წ. 28 თებერვლის 18:00 სთ-მდე.

შემოთავაზება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • კომპანიის სახელწოდება, მისამართი, საკონტაქტო პირი და ტელეფონი;
  • მსგავსი განხორციელებული პროექტების ჩამონათვალი და ვიზუალური მასალა;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
  • მომსახურებისათვის საჭირო დრო;
  • მომსახურების საფასური. (გთხოვთ, მომსახურების საფასურში ჩაგვიშალოთ დამზადების, მონტაჟისა და ტრანსპორტირების ფასები ცალკე სეპარირებული შეგროვების კონტეინერების შესაფუთი კონსტრუქციისათვის ა ცალკე ბანერისათვის ტრანსპორტირების ფასები მიგვითითეთ ჩვენი სამიზნე რეგიონებისათვის: თბილისი, კახეთი, შიდა ქართლი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა. მომსახურების საფასური წარმოდგენილი უნდა იყოს დღგ- გარეშე.)

არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში, შემოთავაზების განხილვა არ მოხდება.

ტენდერის კატეგორია:

  • 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები
  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები