ჩაბარების ვადა:

28 თებერვალი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T4884 - ტენდერი სოციალური ვიდეორგოლების მომზადებაზე ქედის მუნიციპალიტეტში

ტენდერის აღწერილობა:

CENN აცხადებს ტენდერს სოციალური ვიდეორგოლების მომზადებაზე ქედის მუნიციპალიტეტში.

პროექტის ძირითადი მონაცემები:

პროექტის სახელწოდება: ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის (ქედა ლიდერი)
მიზნობრივი ტერიტორია: საქართველო, აჭარის ა/რ.
დაფინანსების წყარო: ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში
პროექტის ხანგრძლივობა: 1 მაისი, 2017 – 28 თებერვალი, 2021
ძირითადი ინფორმაცია: პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობების დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკურენტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით. პროექტის ამოცანაა ქედის მუნიციპალიტეტის განვითარების პოტენციალის გაძლიერება და ადგილობრივი შესაძლებლობებისა და რესურსების ოპტიმალური გამოყენება.

პროექტს ახორციელებს CENN შემდეგ ორგანიზაციებთან პარტნიორობით:

  • საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG),
  • დემოკრატიის ინსტიტუტი (IoD),
  • ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტი (ÖIR).

პროექტის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები:

  • შეიქმნა ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) - აქტიურ მოქალაქეთა ადგილობრივი გაერთიანებება. ჯგუფი შედგება კერძო, სამოქალაქო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებისაგან და დაფუძნებულია ნებაყოფლობით წევრობაზე. ამჟამად მიმდინარეობს ორგანიზაციის გაძლიერება, წევრების ცნობიერების ამაღლება სოფლის განვითარებისადმი ევროკავშირის მიდგომების შესახებ, ჯგუფის ინსტიტუციური გაძლიერება და მისი დაკავშირება ქვეყანაში არსებულ სხვა ადგილობრივ განვითარების ჯგუფებთან მომავალი თანამშრომლობისათვის;
  • თანამონაწილეობრივი გზით შემუშავდა ქედის მუნიციპალიტეტის გენდერული და ახალგაზრდული ასპექტების შემცველი ადგილობრივი განვითარების სტრატეგია და მოხდა დოკუმენტის დამტკიცება;
  • ადგილობრივი პროექტების განხორციელების მიზნით, გამოცხადდა პირველი საგრანტო კონკურსი (ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის პრიორიტეტების შესაბამისად) სოფლად ეკონომიკური და საინვესტიციო შესაძლებლობების გაძლიერების, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისა და ადგილობრივი თემების კეთილდღეობის ამაღლებისათვის. საგრანტო კონკურსის საფუძველზე, იგეგმება დასაქმების ახალი შესაძლებლობების შემქმნელი მდგრადი პროექტების იდენტიფიცირება, ინოვაციური პროექტების დაფინანსება და განხორციელება.

ტექნიკური დავალების მიზანი: ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიაში გამოკვეთილი პრიორიტეტული მიმართულებების შესაბამისად სოციალური ვიდეო-რგოლების მომზადება ქედის მუნიციპალიტეტის პოპულარიზაციის მიზნით.

ტექნიკური დავალების აღწერა: დავალების ფარგლებში, კონტრაქტორს ევალება პროექტის ჯგუფთან შეთანხმებით, წინასწარ შერჩეული თემატიკის ვიდეორგოლების მომზადება (ყველა ეტაპი - გადაღება, მონტაჟი, აუდიო მომსახურება და სხვა. შესაბამისი რგოლის შემოქმედებითი სპეციფიკის გათვალისწინებით.).

წლის განმავლობაში დაგეგმილია ქედის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიაში გამოკვეთილი პრიორიტეტების შესაბამისი ვიდეორგოლების მომზადება შემდეგი მიმართულებებით:

  • საიმიჯო ვიდეორგოლი - იმოგზაურე ქედაში (მაქსიმალური დრო 1 წუთი)
  • მოკლე ფილმი ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის შესახებ (მაქსიმალური დრო 3 წუთი)
  • საგრანტო კონკურსის ბენეფიციარების წარმატების ისტორიები პროექტის განხორციელებამდე და შემდეგ (მაქსიმალური დრო 6 წუთი)

პროექტის ბიუჯეტი: მომსახურების მაქსიმალური ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 17,000 ლარს, დღგ-ს გარეშე (ფიზიკური პირის შემთხვევაში, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით)

საქმიანობის პერიოდი: 2019-2020 წლები
პროდუქტის ხარისხი: Full HD
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება სოციალური სარეკლამო რგოლების მომზადებაში;
  • გარემოსდაცვით საკითხებზე მუშაობის გამოცდილება;
  • მედიასთან ურთიერთობის გამოცდილება;
  • უპირატესობა მიენიჭება აჭარის ა/რ-ში მოქმედ სუბიექტებს. 

ტენდერში მონაწილეობა:

  • აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იურიდიულ პირებს.

სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

  • კომპანიის სახელწოდება, მისამართი, ტელეფონი და ელ. ფოსტა;
  • წარსულში განხორციელებული მსგავსი პროექტები ვიზუალურ მასალასთან ერთად, ე.წ. პორთფოლიო;
  • პროექტის ბიუჯეტი (დეტალურად წარმოდგენილი) ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ს გარეშე;
  • სამუშაოს შესრულებისათვის საჭირო დრო;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
  • ცნობა სასამართლოდან, რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება (აღნიშნული დოკუმენტის წარმოდგენის ვალდებულება ეკისრება უკვე გამარჯვებულ კომპანიას).

სატენდერო განაცხადის წარდგენა:

  • გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი შემოთავაზება ერთ (PDF) ფაილად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე nata.davlianidze@cenn.org არაუგვიანეს 2019 წლის 28 თებერვალი;
  • გთხოვთ, მეილის სათაურის ველში მიუთითოთ ტენდერის დასახელება - Video Production Tender/KedaLEADER

პროექტის შინაარსთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ (+995 558 65 56 28 - ნატალია დავლიანიძე).

ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას/პირს.

ტენდერის კატეგორია:

  • 92100000 კინოდა ვიდეომომსახურებები
  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები