4 მარტი 2019, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT4900 - ტენდერი კარტრიჯების დამუხტვის და პრინტერების ტექნიკური მომსახურების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს კარტრიჯების დამუხტვის და პრინტერების ტექნიკური მომსახურების შესყიდვაზე.
ტენდერი ჩატარდება 1 ლოტად
ტენდერის ფარგლებში შეირჩევა ერთი კვალიფიციური კომაპნია, რომელთანაც გაფორმდება მომსახურების ხელშეკრულება (2 წლის ვადით).
შეფასების კრიტერიუმია:
- ფასი;
- მომსახურების ხარისხი;
- მოწოდების პირობები;
თანდართულ დოკუმენტებში იხილეთ:
- ფასთა ცხრილი და მომსახურების პირობები;
- შეთანხმება კონფიდენციალურობაზე;
ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
- შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 3 წელი;
აუცილებელი პირობა:
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ბანკი ანგარიშწორებას აწარმოებს მხოლოდ სს „ტერაბანკში“ გახსნილ საბანკო ანგარიშზე;
სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას და ინფორმაციას:
- ფასთა ცხრილი. (შევსებული თანდართული ფაილის შესაბამისად), ფასები უნდა მოიცავდეს დღგ-ს და ტრანსპორტირებას (კარტრიჯების ფილიალებიდან წამოღება/მიტანა)- სასურველია კომპანიის ბლანკზე, პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით და ბეჭდით;
- კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
- მინიმუმ სამი ორიგინალი სარეკომენდაციო წერილი (ბოლო 6 თვის გაცემული);
- ტონერების წარმოების ხარისხის დამდასტურებელი სერტიფიკატები: 9001:2008 და 14001:2004
- ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ;
- შეთანხმება კონფიდენციალურობაზე (იხ. თანდართული ფაილი);
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
- საბანკო ამონაწერს ან ცნობას საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ ბოლო (6 თვის)
სატენდერო განაცხადი სს „ტერაბანკს“ ეგზავნება დალუქული კონვერტით შემდეგ მისამართზე: თბილისი 0103, წმ ქეთავან დედოფლის გამზ. N3
გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი მონაცემები:
- კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, მობ.ნომერი/ტელეფონი, ელ-ფოსტა; მისამართი);
- ტენდერის დასახელება (ტენდერი კარტრიჯების დამუხტვის და პრინტერების ტექნიკური მომსახურების შესყიდვაზე)
- ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;
სატენდერო განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა: 2019 წლის, 04 მარტი (18:00 საათამდე).
ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით:
გიორგი აბიათარს
ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: George.abiatari@terabank.ge
მობ: 595 11 01 35 ან ქალაქის ტელეფონზე 255 00 00 (შიდა2020).
ტენდერის პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით:
ირაკლი მიქაძეს
ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: Irakli.mikadze@terabank.ge
ან ტელეფონზე 255 00 00 (შიდა 2005).
შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
ტენდერის კატეგორია:
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა