26 თებერვალი 2019, 12:00
სტატუსი:
დასრულებული
E
ელ. ტენდერი
T4905 - ტენდერი სხვადასხვა მიმართულებით აუდიტის ჩატარებაზე
ელექტრონული ტენდერის აღწერილობა:
ააიპ „ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი“ აცხადებს ტენდერს სხვადასხვა მიმართულებით აუდიტის ჩატარების მიზნით იწვევს აუდიტორულ კომპანიებს შემდეგი მომსახურების გასაწევად:
შესყიდვის ობიექტი - შემდეგი აუდიტორული მომსახურება:
ორგანიზაციის 2018 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი:
- მთლიანი ბრუნვა: 9 500 000 ლარამდე.
- თანამშრომლების რაოდენობა: 150 მუდმივი პერსონალი, 300-მდე მოწვეული ლექტორი;
- სტუდენტების რაოდენობა: 1200 სტუდენტი;
- ტრანზაქციების რაოდენობა დაახლოებით: 19000
დასკვნა წარმოდგენილ უნდა იქნეს არაუგვიანეს: 2019 წლის 30 სექტემბრამდე (აუდიტის დაწყების სავარაუდო თარიღი 01.06.2019წ).
ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგის პროექტის აუდიტი;
- პროექტის განხორციელების პერიოდი: 20.10.2016 – 20.04.2019წწ.
- პროექტის ჯამური მოცულობა: 355 000 ევრო;
- ტრანზაქციების დაახლოებითი რაოდენობა: 700
დასკვნა წარმოდგენილ უნდა იქნეს არაუგვიანეს: 2019 წლის 30 აპრილისა (აუდიტი უნდა დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებისთანავე).
პროექტის — „პროფესიული განათლების მე-5 საფეხურისა და საერთაშორისოდ აღიარებული სასერთიფიკატო აპროგრამების შემუშავება, დანერგვა და ინსტიტუციონალიზება ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მენეჯმენტში“ აუდიტი
- პროექტის განხორციელების პერიოდი: 20.10.2016 – 20.04.2019წწ.
- პროექტის ჯამური მოცულობა: 655 020 USD;
- ტრანზაქციების დაახლოებითი რაოდენობა: 1100
დასკვნა წარმოდგენილ უნდა იქნეს არაუგვიანეს: 2019 წლის 31 მაისისა (აუდიტი უნდა დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებისთანავე).
პროექტის — „ცხოველთა ჯანმრთელობის პროგრამა საქართველოში“ აუდიტი;
- პროექტის განხორციელების პერიოდი: 01.01.2017 – 31.03.2019წწ.
- პროექტის ჯამური მოცულობა: 224 998.80 USD;
- ტრანზაქციების დაახლოებითი რაოდენობა: 900
დასკვნა წარმოდგენილ უნდა იქნეს არაუგვიანეს 2019 წლის 15 ივნისისა (აუდიტი უნდა დაიწყოს გაფორმებისთნავე);
- ორგანიზაციაში ბუღალტრული აღრიცხვა წარმოებს პროგრამა ორის მენეჯერში;
- აუდიტი უნდა ჩატარდეს საერთაშორისო აუდიტის სტანდარტების შესაბამისად, რომელსაც გასცემს IAASB (საერთაშორისო აუდიტისა და მარწმუნებელი სტანდარტების საბჭო);
- აუდიტი უნდა ჩატარდეს შესაბამისი ლიცენზიის მქონე გარეშე დამოუკიდებელი და კვალიფიციური აუდიტორის მიერ.
- აუდიტორული დასკვნები წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ და ინგლისურ ენებზე ISA 800/805–ის თანახმად.
პრეტენდენტის მიერ ტენდერში მონაწილეობისას წარმოსადგენი დოკუმენტაცია და ინფორმაცია:
- სსიპ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი;
- უნდა გააჩნდეს პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა ჯამურად არანაკლებ 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარისა;
- ინფორმაცია პრეტენდენტის ბაზარზე მუშაობის გამოცდილების შესახებ 2015-2018 წლებში, რომლის დასტურადაც წარმოდგენილი უნდა იქნას თითოეულ წელს ანალოგიური მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მიღება-ჩაბარების აქტის ან მისი ექვივალენტი დოკუმენტის სახით;
- ინფორმაცია პრეტენდენტის მიერ ბოლო სამი წლის განმავლობაში (2015-2018წწ) გაწეული აუდიტორიული მომსახურების შესახებ, ჯამური ღირებულება არ უნდა იყოს 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარზე ნაკლები (წარმოდგენილ იქნას დღგ-ს დეკლარაციები).
მოთხოვნა პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ:
- ინფორმაცია აუდიტორის/ების შესახებ CV-ს სახით, რომელიც უშუალოდ ჩაატარებს აუდიტს;
- სსიპ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ აუდიტორისთვის მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი.
- კომპანიის რეკვიზიტები;
- ფასების ცხრილი.
საკონტაქტო პირი:
ლაშა ბოკუჩავა
ტელ: 577 61 44 44
არჩილ გერსამია
ტელ: 591 40 08 13
სრული სატენდერო დოკუმენტაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
- შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 26 თებერვალი, 12:00სთ.
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
შენიშვნა: აღნიშნული ტენდერი ტარდება ვაჭრობის გარეშე. სატენდერო დოკუმენტაციის ჩაბარების ვადის ამოწურვის შემდეგ მონაწილე კომპანიებს საშუალება ექნებათ იხილონ კონკურენტების დასახელებები და შეთავაზებული ფასები.
ტენდერის კატეგორია:
- 79200000 საბუღალტრო, აუდიტორული და ფისკალური მომსახურებები