ჩაბარების ვადა:

28 თებერვალი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T4912 - ტენდერი სამედიცინო მასალების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

ორგანიზაცია: "მულტიპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა" აცხადებს ტენდერს სამედიცინო მასალების შესყიდვაზე.

მიწოდების ვადა:

  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე.

მიწოდების ფორმა და ადგილი:

  • საქონლის მიწოდება განხორციელდება ეტაპობრივად,
  • შემსყიდველის მიერ გაკეთებული მოთხოვნიდან (შეკვეთიდან) არაუმეტეს 2 კალენდარული დღის ვადაში, შემსყიდველის ოფიციალურ მისამართზე.
  • მისამართის შეცვლის შესახებ შემსყიდველი ვალდებულია 1 (ერთი) კვირით ადრე წერილობით შეატყობინოს მიმწოდებელს.

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, თითოეული შეკვეთის განხორცილებიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში.

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველის ოფიციალურ მეილზე წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  • ფასების ცხრილი
  • სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ანალოგიურ სფეროში (მიმწოდებლად) მუშაობის გამოცდილება, რაც დადასტურებული უნდა იქნეს წარმოდგენილი ხელშეკრულებებისა და მიღება-ჩაბარების აქტებით.

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერში გამარჯვებულის გამოსავლენად შემსყიდველი მიმართავს ყველაზე დაბალი ფასის წარმომდგენ პრეტენდენტს საქონლის ნიმუშების წარმოსადგენად. სატენდერო კომისია ერთი კვირის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას. იმ შემთხვევაში თუ კი შემსყიდველს არ დააკმაყოფილებს წარმოდგენილი პროდუქციის ხარისხი, იგი მიმართავს რანგით შემდგომ ყველაზე დაბალი ფასის წარმომდგენ პრეტენდენტს.
  • გამარჯვებულად ჩაითვლება ის პრეტენდენტი, რომელიც დააფიქსირებს ჯამური ღირებულების საქონლის ყველაზე დაბალ ფასს და ამასთან, დააკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს.
  • ელექტრონულ ტენდერში პრეტენდენტის მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადების ან/და სხვა დოკუმენტების სატენდერო განცხადებასთან ან/და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
  • პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
  • სატენდერო წინადადების მიღება მიმდინარეობს ტენდერის გამოცხადებიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის განმავლობაში.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 28.02.2019, 18:00 საათი.

სატენდერო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს შემსყიდველის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: medconsilium@gmail.com (საკონტაქტო პირი: ქეთევან კილაძე - ტელ: 591 40 19 57)

ტენდერის კატეგორია:

  • 33600000 ფარმაცევტული პროდუქტები
  • 33100000 სამედიცინო მოწყობილობები