ჩაბარების ვადა:

4 მარტი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T4922 - ტენდერი უნივერსიტეტში განთავსებული კაფეტერიის მართვაზე

ტენდერის აღწერილობა:

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი სადაც სწავლობს 800-მდე ქართველი, 100-ზე მეტი უცხოელი სტუდენტი და მუშაობს 40-მდე თანამშრომელი აცხადებს ტენდერს უნივერსიტეტში განთავსებული კაფეტერიის მართვაზე. მომსახურე კომპანიის შერჩევა განხორციელდება წარმოდგენილი წერილობითი შეთავაზების მიხედვით.

კაფეტერიის აღწერა და უნივერსიტეტის მოთხოვნები:
კაფეტერიის აღწერა და უნივერსიტეტის მოთხოვნები:

  • მზა კერძები ლანჩისთვის;
  • კერძები შეკვეთით;
  • ყავის კუთხე;
  • გამაგრილებელი სასმელები;

კაფეტერია მუშაობს რამოდენიმე მიმართულებით: მზა კერძები ლანჩისთვის, კერძები შეკვეთით, ყავის კუთხე, გამაგრილებელი სასმელები, მზა კერძებში იგულისხმება: ნამცხვრები, სენდვიჩები, კრეპები, ხილი, ერბოკვერცხი მოთხოვნისამებრ და ა.შ

გაყიდვაში არსებული აუცილებელი დამატებითი საქონელი/პროდუქტები: საღეჭი რეზინი, ნაყინი სეზონურად, რძის პროდუქტების ფართო ასორტიმენტი, ხილი, ნამცხვრები, შოკოლადი, თხილი და სხვა.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა კომპანიამ წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • საჯარო რეესტრიდან სამეწარმეო ამონაწერი;
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება), დაარსების თარიღი .

დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

ტენდერის ვადა განისაზღვრება 2019 წლის 25 თებერვლიდან - 2019 წლის 4 მარტის ჩათვლით. – სატენდერო შეთავაზება უნდა განთავსდეს დახურულ კონვერტში და ჩაბარებულ იქნას უნივერსიტეტის კანცელარიაში ივანე ჩერქეზიშვილის სახელზე 4 მარტის 17 საათამდე (მისამართი: შატილის №4 ) ან ელექტრონული ვერსია გადაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: Vaniko.Cherkezishvili@gmail.com

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 6 თვიანი საგამოცდო ხელშეკრულება.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
საკონტაქტო პირი:
ივანე ჩერქეზიშვილი
ტელ: +995 599 29 23 29

ტენდერის კატეგორია:

  • 55500000 სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურება
  • 55300000 რესტორნებისა და კვების საწარმოების მომსახურეობები