ჩაბარების ვადა:

7 მარტი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T4938 - ტენდერი ხალიჩების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ხალიჩების შესყიდვაზე.

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით იმეილით ან ტელეფონით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.

საორიენტაციო ღირებულება:

  • ხელშეკრულების ჯამური საორიენტაციო ღირებულება: 70,000

ანგარიშსწორების პირობა:

  • სატენდერო წინადადება უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.
  • ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება ნასყიდობის საგნის სრულად და ჯეროვნად მიწოდებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) საბანკო დღის ვადაში.

სატენდერო მოთხოვნები:

  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • ტენერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ შეავსოს შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი 1) და მოწოდების ვადა.
  • შემოთავაზებული ხალიჩა სრულად უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო განცხადებაში მოცემულ პარამეტრებს.
  • მონაწილეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მოთხოვნისამებრ წარმოუდგინოს შემსყიდველს შემოთავაზებული პროდუქციის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები (სერტიფიკატები) და შესატყვისობის სერტიფიკატი.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
  • ბანკის მიერ დამოწმებული ფინანსური ბრუნვის ამონაწერი 01/01/2017 – 01/30/2019 პერიოდზე, შესატყვისი ექსელის ფაილით;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

დამატებითი ინფორმაცია:

შესასყიდი ხალიჩის ფოტოსურათი და კონკრეტული მოდელი მოცემულია დანართი 3-ში.

თუ ალტერნატივა იქნება შემოთავაზებული, ამ შემთხვევაში აუცილებელია:

  • პრეტენდენტებმა თანდართული ფაილის შესაბამისად შევსებულ “ფასების ცხრილში“ (დანართი 1) მიუთითონ საქონლის სასაქონლო ნიშანი / ბრენდი / მოდელი, ასევე მწარმოებელი კომპანია და წარმოშობის ქვეყანა.
  • ტენდერის მსვლელობის პროცესში პრეტენდენტმა შემოთავაზებული პროდუქციის ნიმუში უნდა მოგვაწოდოს სათავო ოფისში: გაგარინის 29ა, სანაპიროს მხრიდან, მიმღებში.

მოწოდებულ პროდუქციას უნდა ეწეროს პრეტენდენტის დასახელება და დატოვებული უნდა იყოს გია გოგიბერიძის სახელზე. ნიმუშის მოწოდების გარეშე წინადადება არ იქნება განხილული.

სრული სატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 7 მარტი, 17:00სთ.
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
გია გოგიბერიძე
ტელ: +995 593 340 540
ელ. ფოსტა: g.gogiberidze@bog.ge

შენიშვნა: აღნიშნული ტენდერი ტარდება ვაჭრობის გარეშე.

ტენდერის კატეგორია:

  • 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები
  • 39500000 ქსოვილის ნივთები