ჩაბარების ვადა:

25 მარტი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T4940 - ტენდერი დასუფთავების მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს ფინკა ბანკი საქართველო მიკროსაფინანსო ჰოლდინგის FINCA Microfinance Holdings (FMH) გლობალური ქსელის ნაწილია, ფინკა ბანკს ძლიერი საერთაშორისო ფინანსური პარტნიორები ჰყავს როგორიცაა: FINCA International (USA), საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC, World Bank Group) (USA), KFW Bankengruppe-გერმანიის განვითარების ბანკი, FMO-ნიდერლანდების გაერთიანებული ბანკი, responsAbility Social Investments AG, და Triple Jump. სს ფინკა ბანკი საქართველო, დღეისათვის 36 სერვის ცენტრის საშუალებით საბანკო მომსახურებას უწევს 100 000-ზე მეტ მომხმარებელს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში.

სს „ფინკა ბანკი საქართველო“ აცხადებს ტენდერს: ორგანიზაციის ობიექტების (ჯამში 38 ოფისი) დასუფთავების მომსახურებაზე (თბილისსა და რეგიონებში).

ხელშეკრულება დაიდება 2 წლის ვადით.

ტენდერის ტექსტს თან ახლავს ექსელის ფაილები, სადაც მოცემულია „ფინკა ბანკი საქართველო“-ს სერვის ცენტრების ჩამონათვალი, მისამართი და აუცილებელი ინფორმაცია, რომელიც დაგეხმარებათ ფასების გასაზღვრაში იმ მომსახურების უზრუნველყოფით, რაც მოცემულია ტენდერის ტექსტის აუცილებელ პირობაში.

აუცილებელი პირობა:

  • ორგანიზაციის ობიექტებში მომუშავე დამლაგებლების (თითოეულ სერვის ცენტრში - 1 დამლაგებელი; სათაო ოფისში - 2 დამლაგებელი; სულ 39 ადამიანი) განუსაზღვრელი ვადით დასაქმება თავის კომპანიაში და მათი ხელფასითა და ჯანმრთელობის დაზღვევით უზრუნველყოფა
  • ორგანიზაციის ობიექტების ხარისხიანი დასუფთავების საშუალებებით ყოველთვიური უწყვეტი მომარაგება პროდუქციის ადგილზე, ოფისების მისამართებზე მიწოდებით
  • ორგანიზაციის ობიექტების მინა-ვიტრაჟების შიდა და გარე მხარის ყოველთვიური წმენდა პროფესიონალი დასუფთავების სპეციალისტების მიერ სპეც. ინვენტარის გამოყენებით და ფინკა ბანკის სათაო ოფისის რბილი იატაკის ქიმიური წმენდა სამ თვეში ერთხელ.

კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • ინფორმაცია კომპანიის მოღვაწეობის შესახებ (დაარსების თარიღი, საქმიანობის მოკლე აღწერა, გამოცდილება, არსებული კლიენტების სია და ა.შ.)
  • კატალოგი კომპანიის მიერ შემოთავაზებული სხვადასხვა დასუფთავების საშუალებების დეტალური აღწერით
  • ორგანიზაციის ობიექტებისათვის მისაწოდებელი პროდუქციისა და დასუფთავების მომსახურების ღირებულება ლარში დღგ-ს ჩათვლით
  • პროდუქციის მოწოდებისა და ვიტრაჟების დასუფთავების მომსახურების გაწევის ვადები
  • კომპანიის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან

გთხოვთ, ტენდერის მასალები მოგვაწოდოთ დალუქული კონვერტით მისამართზე: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი N 71, ბლოკი I, მე-3 სართული, ოფისი N 12.. „ფინკა ბანკი საქართველო“-ს სათავო ოფისი.

კონვერტზე უნდა მიუთითოთ მონაწილე კომპანიის დასახელება, ასევე ტენდერის სახელწოდება და მოათავსოთ დალუქულ სატენდერო ყუთში.

სატენდერო შემოთავაზების შემოტანა შესაძლებელია ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე.
შემოთავაზების შემოტანის საბოლოო ვადაა: 2019 წლის 25 მარტი, საღამოს 18:00 საათი.

სს ფინკა ბანკი საქართველო ახორციელებს საქმიანობას უმაღლესი ეთიკური და პროფესიული სტანდარტების მიხედვით და ბანკის შიდა წესების მიხედვით, ბანკის თანამშრომელს და/ან მასთან დაკავშირებულ პირს არ შეიძლება ჰქონდეს პირდაპირი ან არაპირდაპირი ფინანსური ინტერესი ბანკის რომელიმე კონტრაჰენტთან (ინტერესთა კონფლიქტი). აღნიშნულის გათვალისწინებით, ტენდერში მონაწილე კომპანიასა და ბანკის თანამშრომელს და/ან მათთან დაკავშირებულ პირებს შორის არ უნდა არსებობდეს ინტერესთა კონფლიქტი.

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ელ. ფოსტის მისამართზე: natia.khuchua@finca.ge და lali.mujirishvili@finca.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება
  • 90600000 ქალაქის ან სოფლის ზონების დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება, ასევე მათთან დაკავშირებული მომსახურებები