15 მარტი 2019, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT4944 - ტენდერი ხილისა და ჩაის საშრობი კარადის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ აცხადებს ტენდერს ხილისა და ჩაის საშრობი კარადის შესყიდვაზე.
პროექტისათვის (2000001021) - „მებაღეობა-მებოსტნეობის ინკლუზიურ ღირებულებათა ჯაჭვის ხელშეწყობა სომხეთში, საქართველოში, ყაზახეთსა და მოლდოვაში“
მიწოდების ადგილი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ბახვი, კოოპერატივ „ბახვის ჩაის“ საწარმო
ხილისა და ჩაის საშრობი კარადის ტექნიკური მახასიათებლები:
ხილის საშრობი კარადა | შენობაში განთავსებისათვის |
კამერების რაოდენობა | შესაძლებელია 1 ან მეტი კამერა |
ტემპერატურის მართვა | დამოუკიდებელი მართვის ფუნქცია ცალკეულ კამერაში |
ჯამური ტევადობა | 120 კგ ნედლი მასა |
საწვავის ტიპი | ელექტრო |
შრობის ტიპი | ცხელი ჰაერის დაბერვით და ინფრაწითელი |
შრობის პროცესში ტენიანობის რეგულირება | დატენიანების ავტომატური მართვა და ტენის გაწოვის ფუნქცია |
საშრობი თაროების მასალა | ფოლადი, უჟანგავი |
დაწესებული ვოლტაჟი | 220V/60 Hz |
გამაცხელებელი ელემენტის ტიპი და მუშაობის რეჟიმი | ელექტრო ტალღის ტიპი / შორი ინფრაწითელი გამოსხივების კოჭა-ს ტიპის გამათბობელი |
შემოთავაზებები, შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ან გამოგზავნოთ მისამართზე: თბილისი 0186, გაზაფხულის ქ. #61; ან ელექტრონულ ფოსტაზე: administration@elkana.org.ge; hvc@elkana.org.ge;
დამატებითი კითხვებისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: ტელ: (+995) 591 195511 ან (+995) 599 969014
შემოთავაზებას თან უნდა ერთვოდეს:
- თქვენი კომპანიის სრული დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი
- შემოთავაზებული ნივთის მოდელი, მახასიათებლები და მწარმოებელი ქვეყანა
- საგარანტიო ვადის პერიოდი
- მოწოდების ვადა
სატენდერო წინადადებების მიღების ბოლო ვადაა: 2019 წლის 15 მარტის 18:00 საათი.
ტენდერში გამარჯვებულ მომწოდებელთან ხელშეკრულება გაფორმდება არა უგვიანეს 18 მარტისა.
ტენდერის კატეგორია:
- 42200000 მანქანა-დანადგარები საკვების, სასმელებისა და თამბაქოს გადასამუშავებლად და მათთან დაკავშირებული ნაწილები
- 39100000 ავეჯი